1 ბოთლი – ბლინების მთა: როგორ გამოვაცხოთ მაღალი კოშკი სწრაფად

3970

გაგიჭირდებათ იპოვოთ ადამიანი, რომელიც ბლინებზე, განსაკუთრებით შიგთავსიანზე, უარს იტყვის. ბლინები საუზმეზე, სადილზე დამკვიდრდა და საბანკეტო მენიუში საპატიო ადგილს იკავებს. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ, ბლინის მომზადების პროცესი გაამარტივოთ ისე, რომ ყოველდღე გამოცხობა არ დაგეზაროთ. ამაში ბოთლი დაგეხმარებათ.

საინტერესოა? ასე მომზადებული ცომი ჰაერით გამდიდრებულია და ბევრი ჭურჭლის დასვრა არ მოგიწევთ. საკმარისია, 1 პლასტმასის ბოთლი და ინგრედიენტები, რომლებიც თითებზე ჩამოსათვლელია.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 230 გ ხორბლის ფქვილი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ მზესუმზირას ზეთი

მომზადების წესი:

1. ფქვილი წინასწარ გაცერით, რომ ჟანგბადით გაამდიდროთ. კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

2. ფქვილი ძაბრით ბოთლში ჩაყარეთ. რძე, კვერცხი, მცენარეული ზეთი და მწიკვი მარილი დაუმატეთ.

3. ბოთლი რამდენიმე წუთით კარგად შეანჟღრიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

4. ბოთლიდან საჭირო რაოდენობის ცომი გადმოასხით და ჩვეული მეთოდით ორივე მხრიდან შეწვით.

ვიწრო ყელის ან სოუსის საცმის მქონე ბოთლის გამოყენება უფრო მოსახერხებელია. ზოგიერთ სასადილოში მათი დახმარებით აჟურულ ზოლებიან ბლინებს აკეთებენ, რომლის გაკეთებას კოვზით ან ჩამჩით ვერ შეძლებთ. ძალიან პრაქტიკული ხრიკია, რომელიც დროს და სამზარეულოში ადგილს ზოგავს. ცომის ნარჩენები მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ, შემდეგ ისევ შეანჟღრიოთ და კიდევ ერთი ულუფა მოამზადოთ.