1 ჭიქა კეფირით ასეთ ნამცხვრებს ვაკეთებ: ცომის ხელით მოზელა და ღუმელში ცხობა არ დაგჭირდებათ

2077

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ, რომ სასაუზმოდ კლასიკური ოლადების ნაცვლად ასეთი საოცარი ფუნჩულები კეფირით მოამზადოთ. ჰაეროვანი, შიგნით ნაზი და გარედან ცოტა ოქროსფერი ხრაშუნა ქერქით გამოვა. ბავშვები ასეთი ტკბილეულით ორივე ლოყას ივსებენ. მურაბა, შესქელებული რძე არ დაგჭირდებათ. ფუნჩულა „თანმხლების“ გარეშეც გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი (ცხიმიანობას მნიშვნელობა არ აქვს)
  • 1 კვერცხი
  • 3 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • ვანილი ან ვანილის შაქარი
  • მწიკვი წვრილი მარილი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • დაახლოებით 200 გრ ფქვილი (შეიძლება ცოტა მეტი დაგჭირდეთ, კონსისტენციას დააკვირდით)
  • რაფინირებული მზესუმზირას ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

1. ასეთი ფუნჩულების ცომი იმდენად სწრაფად მზადდება, რომ სჯობს დაუყონებლივ ტაფაზე ზეთი დაასხათ, გაახუროთ და ფუნჩულების შეწვა დაიწყოთ. ზეთი იმდენი ჩაასხით, რომ ფუნჩულების ¾ დაფაროს. იდეალურია, თუ ცომი მთლიანად ზეთშია ჩაფლული. ახლა ცომი „მოზილეთ“! კვერცხი ღრმა თასში ჩაყარეთ, შაქარი, მარილი და ვანილის შაქარი დაუმატეთ.

2. სათქვეფით აურიეთ, სანამ შაქრის დიდი ნაწილი არ გაიხსნება.

3. კეფირი დაუმატეთ. არაჟნის კონსისტენციას და ცხიმიანობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, კეფირი ცივი არ იყოს. თუ მაცივრიდან წინასწარ გამოღება დაგავიწყდათ, ცომში დამატების წინ ცოტა შეათბეთ.

4. გაცრილი ფქვილი და ზემოდან სოდა დაუმატეთ.

5. ყველაფერს კარგად აურიეთ. ფქვილის პატარა კურკუტების მოშორება სცადეთ. ერთგვაროვანი ცომი უნდა გამოვიდეს.

6. კონსისტენციით ოლადების კლასიკურ ცომთან შედარებით ცოტა თხელია. კოვზიდან არა წვრილად, არამედ ფართო ზოლით უნდა წვეთავდეს.

7. თუ ამ მომენტისთვის ზეთი საკმარისად გაცხელებულია, შეგიძლიათ ფუნჩულების შეწვა დაიწყოთ. 2 ჩაის კოვზით შეიარაღდით. ერთით ცომი აიღეთ, მეორე ცომის ზეთში ჩასადებად დაიხმარეთ. ასევე შეგიძლიათ ცომი პარკში ჩადოთ, წვერი მოჭრათ და მცირე ულუფები ზეთს დაუმატოთ. აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც უფრო მოგწონთ.

8. ფუნჩულები შეწვით, გადააბრუნეთ და შეწითლების მიხედვით ქაფქირით ამოიღეთ. მზა ფუნჩულები ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

9. ესეც ასე, ცომეული მზადაა. სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი შეგიძლიათ მოაყაროთ, მაგრამ მის გარეშეც საკმაოდ ტკბილი და ძალიან გემრიელი გამოდის.