1 კგ ფქვილი, 0,5 ლ რძე, 1 ჭიქა შაქარი, საფუარი და კარაქი ფუმფულა ტკბილი ცომის მოსამზადებლად

3143

Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი, ნაზი, მსუბუქი, ჰაეროვანი საფუარის ტკბილი ცომი ტკბილეულის გამოსაცხობად.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფქვილი
  • 0,5 ლ რძე
  • 250 გრ შაქარი
  • 50 გრ საფუარი
  • 100 გრ მარგარინი/კარაქი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. 0,5 ლ რძე აიღეთ.
  2. 100 გრ კარაქი ან მარგარინი გაადნეთ.
  3. კარაქი და რძე აურიეთ. 50 გრ საფუარი დაუმატეთ. 250 გრ შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ.
  4. კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  5. 1 კგ ფქვილი გაცერით და მასას პატარა ულუფებად დაუმატეთ. თითოეული ულუფა ფქვილი მასას კარგად აურიეთ.
  6. მას შემდეგ, რაც 1 კგ ფქვილს დაუმატებთ, ასეთი ცომი გამოვა.
  7. ქვაბს მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი ჩადეთ. პარკი დააფარეთ და ზუსტად 40-60 წუთით გააჩერეთ.
  8. როგორც კი, ცომი ძლიერ ამოვა, ჩაზილეთ.
  9. კვლავ ქვაბში ჩადეთ და პარკი დააფარეთ.
  10. ცომი კიდევ 2-ჯერ ჩაზილეთ. ახლა ფქვილ მოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ და ზუსტად 5-10 წუთით ჩაზილეთ. პირდაპირ მაგიდაზე ცომს პარკი დააფარეთ და 15-20 წუთით „დასვენება“ აცადეთ.

ცომი მზადაა და შეგიძლიათ ტკბილი ფუნთუშები გამოაცხოთ. გემრიელად მიირთვით!