ჰაეროვანი ოლადები რძეზე

2267

თუ ჯანსაღი და გემრიელი საუზმის მომზადება გინდათ, მაშინ აუცილებლად გაიხსენეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი კერძი ოლადები. სტანდარტულად ეს კერძი კეფირზე მზადდება, მაგრამ მისმა არ ქონამ არ უნდა შეგიშალოთ ხელი. ამ არომატული საუზმის მომზადება რძეზეც უმარტივესად შეიძლება.

კლასიკური რეცეპტი

დრო – 25 წუთი 

რაოდენობა – 30-40 ცალი

ამ რეცეპტით მომზადებული ოლადები ძალიან სასარგებლო და გემრიელია. მის მოსამზადებლა საჭირო ინგრეიენტბი ყოველთვის არის მაცივარში.

ინგრედიენტები

  • 200მლ თბილი რძე
  • 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/2 ჩაის კოვზი ძმარი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. დიდ ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. რაც უფრო ქაფიანი იქნება მასა, ოლადები მეტად ჰაეროვანი გამოვა.
  2. დაუმატეთ რძე და მარილი, ათქვიფეთ მიქსერით.
  3. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ მასას. მოზილეთ თხელი ცომი.
  4. მიღებულ ცომს დაუმატეთ ძმრით გააქტიურებული სოდა. ეს ოლადებს დამატებით სიფაფუკეს მიანიჭებს. თუ ძმრის გამოყენება არ გინდათ, ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ლიმონის წვენით.
  5.  და ბოლოს, მასა დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი.
  6. როგორ გამოვაცხოთ გემრიელი ოლადები? ძალიან მარტივია: ზეთიანი ტაფა კარგად გააცხელეთ. კოვზით მოათავსეთ მასზე ცომი და შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელი კერძის მომზადება სულაც არ არის რთული. ამიტომაც ეს რეცეპტი ყველა დიასახლისს უყვარს.

საფუარიანი ჰაეროვანი ოლადები

დრო – 40 წუთი

რაოდენობა – 40 ცალი

ოლადების მომზადება მართლაც, რომ უმარტივესია. ეს რეცეპტი დაგეხმარებათ დაბალკალორიული ოლადების მომზადებაში, რადგან ჩვენ არ გამოვიყენებთ კვერცხს და კარაქს.

ინგრედიენტები

  • 150მლ თბილი რძე
  • 2 დიდი ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ცხელ რძეს დაუმატეთ შაქარი და საფუარი. 10 წუთში საფუარი დაიწყებს ამოფუებას.
  2. საფუარს დაუმატეთ ცოტა მარილი და ნელ-ნელა მოაყარეთ უმაღლესი ხარისხის გაცრილი ფქვილი.
  3. ცომი კარგად მოზილეთ და დაიყვანეთ არაჟნის კონსესტენციამდე.
  4. იმისათვის, რომ ოლადები გამოვიდეს ფაფუკი, დაიცავით წესები: ზათი მოასხით ტაფაზე, გააცხელეთ, ცეცხლი დააყენეთ დაბალზე და ამის შემდეგ დაასხით ცომი ტაფაზე. ოლადები შეწვით ორივე მხრიდან.

ამ დესერტის გაუმჯობესება ჯემით ან მურაბით შეგიძლიათ. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!

ხაჭოს ოლადები რძეზე

დრო – 30 წუთი

რაოდენობა – 30-35 ცალი

ეს კერძი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით კალცს, ამიტომაც ბევრისთვის საყვარელი რეცეპტია. ეს კერძი საოცრად გემრიელია და ამავდროულად ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

ინგრედიენტები

  • 300გ ხაჭო
  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 150გ რძე
  • 2 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/2 ჩაის კოვზი ძმარი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. იმისათვის, რომ ოლადები გამოვიდეს რბილი და ჰაეროვანი, ხაჭო კარგად დაჭყლიტეთ და დაამუშავეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერი, მაგრამ ხაჭო ფაფას არ უნდა დაემსგავსოს.
  2. დაქუცმაცებულ ხაჭოს დაუმატეთ ცოტა ვანილი, შაქარი და მწიკვი მარილი გემოსთვის.
  3. ხაჭოს მოასხით თბილი რძე, მოურიეთ და დაუმატეთ ძმრით გააქტიურებული სოდა. ბოლოს ხსენებულის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გამაფხვიერებელი.
  4. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი, ამავდროულად განუწყვეტლივ ურიეთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ მიქსერი). ცომი უნდა გამოგივიდეთ არაჟნისებური კონსესტენციის.
  5. ახლა კი, სტანდარტულად შეწვით ოლადები.

გემრიელად მიირთვით!