ხშირად მოამზადეთ ქათმის ღვიძლი რადგან ის უამრავ დაავადებას ებრძვის.

5372

სისხლში ჰემოგლობინის დონის ამაღლებას ხელს უწყობს ქათმის ღვიძლი. მასში კი დიდი რაოდენობით რკინაა, რომელიც ყველასათვის აუცილებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ადამინებს რომელთაც წონაში კლება უჭირთ, თურმე მათ ორგანიზმში რკინის დეფიციტით ყოფილა გამოწვეული. ყველაფერთან ერთად, ქათმის ღვიძლი დაბალკალორიული პროდუქტია და 100 გრამში მხოლოდ 137 კალორიაა. ყველა ვინც დიეტაზეა, თავისუფლად შეუძლიათ მიირთვან ქათმის ღვიძლი.

რით არის სასარგებლო ქათმის ღვიძლი?

ქათმის ღვიძლის კვებითი ღირებულება მაღალია, ძალიან ადვილად ხდება ორგანიზმში მისი შეთვისება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოსტ-ოპერაციული მდგომარეობისას, როდესაც პაციენტები ბევრ სისხლს კარგავდნენ, მათ გამოსაჯანსაღებლად უნიშნავდნენ ქათმის ღვიძლს.

ქათმის ღვიძლი მდიდარია ვიტამინებით – А, С, В6 и В12, და ფოლიუმის მჟავით. თუთია კალცი, მაგნიუმი, რკინა – ეს ყველა ის ელემენტია რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იარსებებს და რომელსაც კომპლექსურად ქათმის ღვიძლი შეიცავს!

გადასარევი საშუალებაა გულ-სისხძარღვთა სისტემისთვისაც. ქათმის ღვიძლის შემადგენლობაში ასევე შედის ჰეპარინი რომელიც სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს და კარგია მიოკარდიული ინფარქტის პროფილაქტიკისათვისაც. ასევე მის შემცველობაშია ლიზინი – ნივთიერება რომელიც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ექიმები კი უკანასკნელი კვლევების მიხედვით ამტკიცებენ რომ ამ პროდუქტს აქვს კიბოს საწინააღმდეგო უჯრედებთან ბრძოლის უნარიც.

ასე შეიძლება ქათმის ღვიძლის მომზადება სწრაფად და გემრიელად! პროდუქტის ყიდვისას კი ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სიგლუვეს და სიპრიალეს! არასოდეს იყიდოთ ღია ფერის რომელსაც თან ახლავს ლაქები – ეს ნიშანია იმისა რომ პროდუქტი ახალი არ არის.

ქათმის ღვიძლის მომზადების კიდევ ერთი პირობა არსებობს რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს: მომზადებისას ის იმდღესვე უნდა მიირთვათ და არასოდეს შეინახოთ მეორე დღისათვის! მომზადებულ კერძს კი არ უნდა დაკრავდეს მომწარო გემო. ეს მეტყველებს იმაზე რომ პროდუქტი უხარისხოა.

არაჩვეულებრივად გემრიელია ქათმის ღვიძლისაგან დამზადებული პაშტეტიც, შეეცადეთ მის მომზადებას, რადგან ძალიან სასარგებლოა.