ხრიკი, როგორ შევინახოთ ტორტი, რომ არ გახმეს

583

ერთი ტორტი საკმარისია, რომ ჰაერში სადღესასწაულო ატმოსფერო ტრიალებდეს. ფუმფულა ბისკვიტი, ნაღები, კენკრა, შოკოლადი – ამ ყველაფერმა შეუძლებელია განწყობა არ აგიმაღლოთ. ისინიც, ვინც საკუთარ თავს ტკბილეულის მოყვარულად არ მიიჩნევს, ერთ ნაჭერ დესერტს მაინც მიირთმევენ. როგორ შევინახოთ ტორტი ისე, რომ ეს სიხარული რამდენიმე დღე გვეყოს?

კარგია, როცა სტუმრებს კარგი მადა აქვთ და ტორტიდან არაფერი რჩება. თუ ეს სასაჩუქრე ტორტი მხოლოდ თქვენთვისაა ან უბრალოდ საკუთარი თავის გახარება გსურთ? ერთ დაჯდომაზე ტორტის მთლიანად ჭამა ახლობლების წრეშიც შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ტკბილეული მაცივარში ხვდება, სადაც თავის გემოს და არომატს გარდაუვალად კარგავს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გააკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს.

როგორ შევინახოთ ახალი ტორტი დიდხანს

ტორტის სიახლის განსაზღვრა ძალიან მარტივია: რბილმა ბისკვიტმა ტენიანობა უნდა შეინარჩუნოს, კრემი ნაზი და ჰაეროვანი დარჩეს. გაჭრილი ტორტის შემთხვევაში მსგავსის მიღწევა რთულია. ბისკვიტის ფორებიანი სტრუქტურა ჟანგბადთან კონტაქტისას სწრაფად ხმება! რამდენიმე საათი საკმარისია, რომ დესერტი გამაგრდეს.

გამხმარი ტკბილი ცომის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მხოლოდ ჩაის თუ მიაყოლებთ. კარგია, თუ ტორტს ერთ დღეში დაამთავრებთ. რა გავაკეთოთ, თუ დაგრჩათ?

გემრიელი და ჰაეროვანი ტორტის შესანარჩუნებლად ორი მეთოდი არსებობს. პირველი მეთოდი შეიძლება თქვენთვის ნაცნობი იყოს: ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ.

გამოგადგებათ, თუ ტორტის დაჭრის კლასიკურ მეთოდს იყენებთ. როგორც წესი, ტორტს სამკუთხედ ნაჭრებად ჭრიან. შედეგად, კუთხური ჭრილი იქმნება, რომელიც ყველა ფენას აშიშვლებს და გახმობას იწვევს. ტორტის ასე შენახვა არ ღირს.

1 სმ სისქის რამდენიმე ნაჭერი თეთრი პური აიღეთ. მოსახერხებელი რომ იყოს, მოჭრილი ნაჭრის ფორმა მიეცით. ახლა ჭრილში ჩადეთ, რომ ტორტის ფენები დამალოთ. მზადაა! პური დესერტს გახმობისგან დაიცავს.

ლეგენდის თანახმად, მეორე მეთოდი გამოიგონა მათემატიკოსმა, რომელიც ცდილობდა მრგვალი ტორტი ისე დაეჭრა, რომ ისევ მრგვალი დარჩენილიყო. კვადრატულ ტორტზე სასარგებლო ხრიკია.

  • თავად დაჭრილი ნაჭრების ფორმა შეცვალეთ. ჯერ თითქმის ცენტრში გრძივად ჩაჭერით, შემდეგ ერთი მის პარალელურად.
  • ცენტრიდან მართკუთხა ნაჭერი ამოიღეთ და სტუმრებისთვის ორ ნაწილად გაყავით.

  • ტორტის ნახევრები ერთმანეთს შეაერთეთ. მზადაა! შემდეგ ზუსტად ასე ჩაჭერით, მაგრამ პირველის პერპენდიკულარულად, რომ ფორმა შეინარჩუნოთ.

ამ ხრიკს მზარეულები და კონდიტერები ხშირად იყენებენ, როცა დესერტის ულუფებად გატანა სჭირდებათ. შესაძლებლობის მიხედვით პარკი ან თავსახური დააფარეთ, რომ გახმობისგან დაიცვათ. სასარგებლო რჩევაა? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.