ამ კრეკერის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ცისფერი ყველი.
მდოგვის ფხვნილი – გამოიყენება კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში. იყიდება მზა.
კაიენის წიწაკა – ცხარე წიწაკაა. მისი უმსხვილესი დისტრიბუტორია ქალაქი კაიენა.
პოლენტა – იტალიური ფაფა. მზადდება სიმინდის ან წაბლის ფქვილისგან. იყიდება მზაც.
ცისფერი ყველი – ობიანი ყველი. ახასიათებს მძაფრი არომატი და გემო. არსებობს სხვადასხვა სახეობა. მზადდება ნადუღისგანაც. საქართველოში იწარმოება “ჯავახური ცისფერი” და “მონასტრული ცისფერი”.
ინგრედიენტები:
- 150 გ თეთრი ფქვილი
- 90 გ კარაქი
- 1/4 ჩ.კ. კაენის წიწაკა
- 1 ს.კ. პოლენტა
- მარილი
- 120 გ ყველი გორგონზოლა
მომზადების წესი:
- ფქვილი, კუბებად დაჭრილი კარაქი, მწიკვი მარილი, მდოგვის ფხვნილი, კაიენის წიწაკა, პოლენტა და დაფშვნილი ყველი ცომივით მოზილეთ. გააბრტყელეთ 25 სმ-ზე. დიამეტრი 6 სმ ჰქონდეს. გადაახვიეთ პოლიეთილენის პარკში და მაცივარში 1 სთ გააცივეთ.
- ღუმელი წინასწარ გაახურეთ 190 გრადუსზე.
- ცომი 1 სმ სისქის წრეებად გამოჭერით, თუნუქის ფურცელზე ისე განალაგეთ, რომ მათ შორის მანძილი 2,5 სმ იყოს. თითო კრეკერს თითო ნაჭერი ყველი დაადეთ.
- აცხვეთ 10-15 წთ, ვიდრე ცომი ოქროსფრად შეიფერება და ყველს ბუშტუკები გაუჩნდება. მიირთვით გრილი. კარგია თეთრ ღვინოსთან.