Gasstronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სეზამის ორცხობილის რეცეპტს, რომელიც თქვენი საყვარელი დესერტი გახდება, როგორც კი დააგემოვნებთ. ბავშვები ასეთი ორცხობილით ლოყებს გაივსებენ. წარმოუდგენლად გემრიელი ორცხობილაა!
თუ დიდი კომპანიისთვის ამზადებთ, ინგრედიენტების რაოდენობა გაორმაგეთ.
ინგრედიენტები:
- 70 გრ ფქვილი
- 60 გრ კარაქი
- 120 გრ შაქარი (შეგიძლიათ ყავისფერი შაქარი გამოიყენოთ)
- 1 ქათმის კვერცხი
- 0,5 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი ან 1 პაკეტი ვანილი
- 1 ჩ/კ ახალ დაწურული ლიმონის წვენი
- 160 გრ სეზამის თესლი
- 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 0,5 ჩ/კ მარილი
მომზადების წესი:
- ფქვილი, გამაფხვირებელი და მარილი აურიეთ.
- რბილი კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ. შემდეგ კვერცხი, ვანილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ, მიქსერით 20-30 წამით ათქვიფეთ.
- მიქსერი დაბალ სიჩქარეზე დააყენეთ და პორციებად ფქვილი დაუმატეთ.
- წინასწარ მოხალული სეზამი ცომს ნიჩბით აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- 180 გრადუსამდე ღუმელი გაახურეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ (აუცილებლად!). ჩაის კოვზით კვერები ერთმანეთისგან 3-4 სმ–ს დაშორებით დააწყვეთ, რადგან ცოტა შეიძლება მოცულობაში გაფართოვდეს.
- 8-15 წუთით აცხვეთ, ორცხობილის ზომის მიხედვით. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვას! 6 წუთში მეორე მხარეს გადააბრუნეთ.
- ცხელი ორცხობილა რბილი და წებოვანია, მაგრამ მოგვიანებით, გაგრილების შემდეგ, ხრაშუნა და წარმოუდგენლად გემრიელი ხდება. სუპერ ორცხობილა ბავშვებისა და უფროსებისთვის! გემრიელად მიირთვით!