ხრაშუნა კიტრი მინერალურ წყალზე მხოლოდ ერთ დღეში

1284

გემრიელი და ხრაშუნა ნაკლებად მარილიანი კიტრი უფროსებს და ბავშვებს ერთნაირად უყვართ. ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული შინაურული წასახემსებელი შემწვარ ხორცს, გამომცხვარ კარტოფილს და საერთოდ, ნებისმიერ კერძს შესანიშნავად ეთავსება. ნაკლებად მარილიანი კიტრის რეცეპტი კი იმდენია, რამდენი დიასახლისიც არსებობს: ნივრით, ვაშლით, ლაიმით და ა.შ.

თვალები გაგვირბის, ნერწყვი მოგვდის, ხელები კი კულინარიული წიგნისკენ მიიწევს. რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ ნაკლებად მარილიანი კიტრი წამებში მომზადდეს. ამის გაკეთება კი პატარა ხრიკით შესაძლებელია.

კიტრი სულ რაღაც 5 წუთში მზადდება და 1 დღე მწნილდება – ესეც ასე, სუფრას ნაკლებად მარილიანი კიტრი ამშვენებს, ზუსტად ისეთი, როგორც მაღაზიაში ნაყიდი. ნაკლებად მარილიანი კიტრის სწრაფი რეცეპტი დიასახლისებს გაახარებთ, რადგან წასახემსებელი ელემენტარულად მზადდება, ამასთან საკმაოდ გემრიელი გამოდის. სუფრიდან წამებში გაქრება!

სწრაფი ნაკლებად მარილიანი კიტრი

კიტრის დამწნილების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ყველაზე ღირებულია რეცეპტები, რომლებიც ბევრ დროს არ წაგართმევთ. დამწნილების შედეგი ყველა ქებაზე მაღლა დგას და ასეთი რეცეპტი ნებისმიერი დიასახლისის კულინარიულ წიგნში მოხვედრას იმსახურებს. საკმარისია ერთი დღეში მინერალურ წყალში გააჩეროთ და ხრაშუნა გემრიელობით ისიამოვნოთ. გირჩევთ, დაამარილოთ პატარა, ახალი კიტრი მუქი ქერქით, სჯობს – პირდაპირ თქვენი ბოსტნიდან! ასე რომ, შევუდგეთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ლ ძლიერი გაზიანი მინერალური წყალი
  • 1 კგ ახალი კიტრი
  • 3 ს/კ მარილი
  • 1 კონა კამა
  • 1 თავი ნიორი

ნაკლებად მარილიანი კიტრის მინერალურ წყალზე მომზადების რეცეპტი სასაცილოდ მარტივია, ბავშვიც კი გაუმკლავდება!

მომზადება:

1. კიტრი კარგად გარეცხეთ, ორივე მხრიდან ბოლოები მოაჭერით.

2. კამა გარეცხეთ, ნიორი ფურცლებისგან გაასუფთავეთ და ფირფიტებად დაჭერით.

3. დასამწნილებელი ჭურჭლის ძირში თანაბრად მოათავსეთ კამის კონა, ზემოდან მზა კიტრი დაადეთ. დარჩენილი კამა და ნიორი კიტრს ზემოდან დაადეთ.

4. მინერალურ წყალში 3 ს/კ მარილი გახსენით. მარილწყალი კიტრს დაასხით, ჭურჭელს თავსახური დაახურეთ და მაცივარში 1 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ შეუდარებელი წასახემსებლით ისიამოვნეთ!

5. ასეთი წასახემსებელი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ, თუმცა ვეჭვობ, რომ დამწნილებიდან ერთ დღეში გემრიელი კიტრის ერთი ნაჭერიც არ დარჩება.

რთულია ლოდინი, სანამ ასეთი წარმოუდგენლად გემრიელი კიტრი დამწნილდება. უკვე ნერწყვი მომდის! არომატული და ხრაშუნა ნაკლებად მარილიანი კიტრი შესანიშნავად შეავსებს შემწვარ ან გამომცხვარ კარტოფილს, გააფორმებს საზაფხულო სალათს, ხოლო მწვადებთან ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება. აუცილებლად მოამზადეთ!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!