ხრაშუნა კარტოფილი ტაფაზე

1107

მე კარტოფილი ძალიან მიყვარს, უამრავი კერძი არსებობს ამ ინგრედიენტით – პიურე, შემწვარი, მოხარშული და ასე შემდეგ.

ამ კერძის მოსამზადებლად ინგრედიენტების მინიმუმი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 3 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი 40მლ
  • კარაქი 100გ
  • ნიორი 4 კბილი
  • როზმარინი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ქათმის ბულიონი 200მლ

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით მსხვილად. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოურიეთ.

2.ცხელ ტაფაზე გაალღვეთ ნახევარი კარაქი. შეწვით კარტოფილი ორივე მხრიდან.

3.დაუმატეთ ნიორი და დარჩენილი კარაქი, მოაყარეთ სანელებლები და მოასხით ბულიონი.

4.კერძი გამოაცხეთ 30 წუთი 200 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!