ამ ღია ღვეზელის მთავარი “ეშხი” კარტოფილის ცომია, რომლის ნაზი და ხრაშუნა ტექსტურა მის გემოს დაუვიწყარს ხდის. წვნიანი და არომატული გულსართის წყალობით კი კერძი ძალიან ნოყიერი და გემრიელი გამოდის!
ცომის ინგრედიენტები
- 200 გრამი კარტოფილი
- 200 გრამი ფქვილი
- 1 ცალი კვერცხი
- 50 გრამი კარაქი
- მარილი
გულსართის ინგრედიენტები
- 500 გრამი ღორის ხორცი ან ღორის ხორცის ფარში
- 2 ცალი ბულგარული წიწაკა
- 1 ცალი პამიდორი
- 2 საშუალო ზომის ხახვი
- 100 მილიგრამი რძე
- 2 ცალი კვერცხი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- ცოტაოდენი გახეხილი ყველი
მომზადების წესი
1. კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ მარილიან წყალში. წყალი გადაღვარეთ, კარტოფილი კი დაჭყლიტეთ.
2. კარტოფილს კვერცხი და ზეთი დაუმატეთ, დააყარეთ ფქვილი და ცომი მოზილეთ. თუ ზედმეტად წებოვანია ცოტაოდენი ფქვილი დაუმატეთ. კარტოფილის ცომი ზეთწასმულ ფორმაში გაანაწილეთ – კიდეებსა და ფსკერზე.
3. ხორცი ან ფარში ოდნავ მოწვით, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ხახვი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა. მოწვით კიდევ რამდენიმე წუთი. მიღებული გულსართი ცომზე მოათავსეთ.
4. გათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი რძესთან ერთად, დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ეს ნაზავი ღვეზელს დაასხით.
5. მზა ღვეზელი 40 წუთით ქურაში შედგით და 200 გრადუს ტემპერატურაზე აცხვეთ. გამზადებამდე 10 წუთით ადრე მას გახეხილი ყველი მოაყარეთ!
ამ ღვეზელის გულსართი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ: დაუმატეთ სოკო, ქათმის ხორცი, შებოლილი ძეხვეული, სიმინდი და ა.შ.