ხორცის პეროგი თვალსა და ხელს შუა. თუ დრო არასდროს გყოფნით, ჩაინიშნეთ რეცეპტი

5660

მე სამზარეულოში ტრიალი ძალიან მიყვარს, თუმცა საკმარისი დრო არასდროს მაქვს. ამის მიუხედავად, ოჯახის გამოკვება საჭირო და აუცილებელია. თუ თქვენც ჩემსავით მოუცლელი დიასახლისი ხართ, აუცილებლად გამოგადგებათ მარტივი რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ. ხორცის პეროგი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში მზადდება, ძალიან გემრიელი და არომატულია!

ხორცის პეროგი სწრაფად და მარტივად

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. საჭმელი სოდა
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • 300 გრამი ფარში (საქონლის ან ღორის)
  • 2 თავი ხახვი
  • 2 კარტოფილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. მოცემული რაოდენობით კეფირში ჩაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, გადაურიეთ და დატოვეთ 5 წუთით.

2. დაამატეთ 1 კვერცხი, მარილი და კვლავ გადაურიეთ.

3. ჩაამატეთ ნახევარი ფქვილი და ამოიყვანეთ მსუბუქი ცომი, რომელიც არ მიეკრება ჭურჭლის კედლებს და არ მოგეწეპებათ ხელებზე.

4. თუ ცომი ზედმეტად მსუბუქი იქნება, ჩაამატეთ დარჩენილი ფქვილიც.

5. მიღებული ცომი გაყავით 2 არათანაბარ ნაწილად. ცომის ერთი გუნდა ზომაში უნდა აღემატებოდეს მეორეს. შემოახვიეთ ჭურჭელს, რომელშიც ცომი გაქვთ მოთავსებული, სტრეჩი (საკვების პლიონკა) და ცოტახნით გადადეთ გვერდზე.

6. დააქუცმაცეთ ხახვი და კარტოფილი.

7. დაქუცმაცებული ბოსტნეული ჩაამატეთ ფარში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. სურვილისამებრ, ჩვენი პეროგის შიგთავსში სხვადასხვა მწვანილების დამატებაც შეგიძლიათ. არჩევანი თავად გააკეთეთ.

8. ცომის დიდი გუნდა კარგად გააბრტყელეთ და მოათავსეთ ის საცხობ ფორმაზე, რომელშიც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ ჩაფენილი. საცხობ ქაღალდს ზემოდან მცირეოდენი ფქვილიც მოაყარეთ.

9. გაბრტყელებულ ცომზე თანაბრად გაანაწილეთ შიგთავსი. კუთხეებში დატოვეთ პატარა თავისუფალი ადგილი.

10. გააბრტყელეთ ცომის მეორე, შედარებით პატარა გუნდა და დააფარეთ ის ზემოდან შიგთავსს. კუთხეები კარგად შეკარით.

11. კვერცხის გულში შეურიეთ მცირე რაოდოენობით წყალი და სპეციალური ფუნჯის გამოყენებით შეაზილეთ ის ღვეზელს. დანით აუცილებლად გაუკეთეთ პატარა ჭრილები.

12. მოათავსეთ პეროგი 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და დატოვეთ იქამდე, სანამ ცომი კარგად არ დაიბრაწება. ხორცის უგემრიელესი პეროგი მზად არის!

როგორც დარწმუნდით, ამ რეცეპტში რთული ნამდვილად არაფერია. ხორცის პეროგი ხრაშუნა ქერქითა და წვნაინი შიგთავსით ძალიან გემრიელი და არომატულია. ცადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით!