ხორცის ნამცხვარი კარტოფილით და ბრინჯით

783

ხორცის ნამცხვარი კარტოფილით – ვახშმისთვის იდეალური ვარიანტია!

ინგრედიენტები

  • ღორის ფარში 500გ
  • კარტოფილი 700გ
  • ხახვი 1 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • ბრინჯი 150გ
  • ბულგარული წიწაკა 0,5 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 50მლ
  • კვერცხი 6 ცალი
  • ხორცის სანელებლები 1 ჩაის კოვზი
  • წყალი 50მლ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით. ხახვი, პომიდორი და წიწაკა კუბიკებად დაჭერით.

2.ბოსტნეულს დაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი და ფარში. დაუმატეთ ზეთი, ბაზილიკი, სანელებლები, მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ.

3.თეფშს წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ კერძი. ჩააღრმავეთ რამდენიმე ადგილას და ჩატეხეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

4.კერძი უნდა მომზადდეს ორთქლზე 35-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!