ხორცის ბურთულები კვერცხის გულსართით – ყველთვის განუმეორებელი გამოდის

482

ამ კერძის უამრავი ვარიაცია მოვამზადე, მაგრამ საუკეთესო მაინც ეს ვარიანტია. ძველი და გამოცდილი რეცეპტით ყოველთვის საუკეთესო შედეგს ვიღებთ. ეს კერძი გაგილამაზებთ ოჯახურ ვახშამს.

მომზადება

1.ფარშს დაუმატეთ 1 კვერცხი, ფარში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, ხოლო რაოდენობაც თავადვე შეგიძლიათ დაარეგულიროთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.დაუმატეთ ხახვი, ნიორი და საფანელი. მე ხახვს ვატარებ ხორცსაკეპში, ასევე შეგიძლიათ ბლენდერის გამოყენება, გახეხვაც არ იქნება ურიგო, ხოლო ნიორი დაჭყლიტეთ. კარგად მოურიეთ და მასა აქციეთ ერთგვაროვნად. დააფარეთ საკვებისთვის ვარგისი პაკეტი და დაასვენეთ.

3.გულსართის ჯერი მოვიდა. გახეხილ ყველს დაუმატეთ მოხარშული და გახეხილი კვერცხი. მოაყარეთ მწვანილი, მე კამას და ოხრახუშს ვიყენებ.

4.დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, მოაყარეთ მარილი და კარგად მოურიეთ.

5.გულსართისგან მოამზადეთ პატარა კატლეტები და შეინახეთ საყინულეში 10 წუთი.

6.ორ კვერცხს დაუმატეთ ცოტა წყალი, მარილი და ათქვიფეთ.

7.კატლეტების მოსამზადებლად ჩვენ დაგვჭირდება 3 სუფრის კოვზი ფქვილი და 3 სუფრის კოვზი საფანელი.

8.ხელი დაისველეთ წყლით.

9.ფარში დაამრგვალეთ. ცენტრში მოათავსეთ გულსართი და გადაახვიეთ.

10.ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფუარში.

11.შეწვით კატლეტები ტაფაზე მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან.

12.ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, გადაიტანეთ კატლეტები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!