ხორციანი რულეტი, რომლის შიგთავსიც არც მეტი, არც ნაკლები მთლიანი კვერცხია

1966
Delicious Slised Meatloaf Stuffed with Boiled Eggs in Bowl closeup on Rustic Wooden background

ხორცის რულეტის მომზადება ისეთივე მარტივია, როგორც კატლეტის, მაგრამ რულეტი გარეგნულად უფრო ლამაზად გამოიყურება. ვისაც აქვს სურვილი მოამზადოს უგემრიელესი კერძი, რომელიც მართლაც დაამშვენებს ნებისმიერ სუფრას, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ეს რეცეპტი.

ხორცის რულეტი ფარშით და კვერცხით

ინგრედიენტები

  • 700გ ხორცი
  • 3 ხახვი
  • 4 ნაჭერი თეთრი პური
  • 100მლ რძე
  • 8 ცალი კვერცხი
  • მარილი და წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • ოხრახუში

მომზადება

1.როგორ მოვამზდოთ ხორცის რულეტი? ეცხდეთ ხორცი იყოს ნაკლებად ცხიმიანი. ყველაზე უკეთ გამოდგება გულ-მკერდის ნაწილი. დაჭერით და დააქუცმაცეთ ხორცსაკეპში ან ბლენდერში.

2.ორი ცალი ხახვი დაჭერით წვრილად. პური დაალბეთ რძეში. ყველაფერი ეს ერთად დაუმატეთ ხორცს და კარგად მოზილეთ.

3.გამოსაცხობი ფირფიტა ამოფინეთ ფოლგით. მასზე მოათავსეთ ფარში და მოასწორეთ რეზინის ნიჩბით, მიეცით მას მართკუთხედის ფორმა.

4.მოხარშეთ 5 ცალი კვერცხი. მწკრივად დაალაგეთ ისინი ფარშზე (შეგიძლიათ დატოვოთ მთელი ან გაჭრათ შუაზე).

წვრილად გახეხეთ სტაფილო, ასევე წვრილად დაჭერით ნიორი და ხახვი, შეწვით ისინი მცენარეულ ზეთში. კვერცხის გვერდით თანაბრად დაალაგეთ ბოსტნეულიც.

5.ფარშს მიეცით რულეტის ფორმა. შეფუთეთ კიდევ ერთ ფოლგაში და დააბრუნეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. რულეტი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთით.

6.შემდეგ გაშალეთ ფოლგა. რულეტს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი. მოათავსეთ ღუმელში უკვე ფოლგის გარეშე. გამოაცხვეთ კიდევ 20 წუთი. ამ დროის განმავლობაში რულეტმა უნდა შეიცვალოს ფერი.

მზა რულეტი გააფორმეთ მწვანილით. მის დასაჭრელად არ არის აუცილებელი რულეტის გაგრილება, რადგან ის კარგად ინარჩუნებს ფორმას.