ხაჭო–შოკოლადის ნამცხვარი, რომელიც ყველაზე ნაზი გემოთი სასიამოვნოდ გაგაოცებთ

819

იმის მიუხედავად, რომ კაცობრიობა კაკაოს მარცვლებს უკვე არა ერთი ათასი წელი მოიხმარს, ადამიანებმა ამ პროდუქტიდან ტორტის გამოცხობა მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოიფიქრეს. თავიდან ეს იყო ნაწარმი, რომელიც ჰგავდა ტორტს „პრაღა“, შემდეგ გამოჩნდა ცნობილი „ზაჰერი“ (ფენებს შორის გარგარის ჯემით და ათქვეფილი ნაღებით), „ესტერჰაზი“ (ნუშით) და „შვარცვალდი“ (ათქვეფილი ნაღებით და ალუბლით).

დღეს „გასტრონომია“ გთავაზობთ არა ნაკლებ დახვეწილ ტკბილეულს – შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით.

ხაჭო–შოკოლადის ნამცხვარი

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ფქვილი (ბაზა)
  • 250 გრ კარაქი (ბაზა)
  • 4 ს/კ კაკაოს ფხვნილი (ბაზა)
  • 100 გრ + 150 გრ შაქარი (ბაზა + შიგთავსი)
  • 600 გრ ხაჭო (შიგთავსი)
  • 4-5 კვერცხი (შიგთავსი)
  • 200 მლ არაჟანი (შიგთავსი)
  • 2 ს/კ სახამებელი (შიგთავსი)
  • 1 ჩ/კ ვანილი (შიგთავსი)

მომზადება:

1. დაიწყეთ მომავალი ნამცხვრის ბაზის მომზადებით. თავიდან რბილი კარაქი და შაქარი აურიეთ.

2. მიღებულ მასას კაკაო, ფქვილი დაუმატეთ და ინგრედიენტებს კარგად აურიეთ.

3. აიღეთ ფორმა, სადაც ნამცხვარს გამოაცხობთ და კარაქი ან მცენარეული ზეთი წაუსვით.

4. ფორმაში მიღებული ფქვილის ნამცეცები მოათავსეთ.

5. ახლა ნამცხვრის შიგთავსი მოამზადეთ. ამისთვის შიგთავსის ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. თქვენ უნდა მიიღოთ გლუვი მასა გოროხების გარეშე.

6. ფქვილის ნამცეცებს ზემოდან ხაჭოს შიგთავსი დაასხით და გაათანაბრეთ.

7. შიგთავს ზემოდან დარჩენილი ფქვილის ნამცეცები მოაყარეთ და ნამცხვარი 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით აცხვეთ.

8. 1 საათში მზა ნამცხვარი ღუმელიდან გამოიღეთ და გააგრილეთ. მხოლოდ ამის შემდეგ ფორმიდან ამოიღეთ.

შოკოლადის ნამცხვარი მაცივარში არსებული მცირე ინგრედიენტებით შეგიძლიათ სწრაფად მოამზადოთ. რეცეპტი შეინახეთ იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე ტკბილეულის ჭამა მოგინდებათ.