იყო დრო, როცა ძალიან მეშინოდა საფუარიან ცომთან მუშაობა. გავურბოდი მსგავს რეცეპტებს. როცა პირველად გამოვიყენე ხაჭოზე დამზადებული ცომი ძალიან მომეწონა. გამიმარტივდა მასთან მუშაობა. ხაჭოს ხვეულების გამოცხობის შემდეგ, ეს ცომი ოფიციალურად შემიყვარდა.
თავიდან გუსართად მხოლოდ შაქარს ვიყენებდი. შემდეგ დავიწყე ექსპერიმენტების ჩატარება და მივაგენი იდეალურ მიქსს. ჩემი საიდუმლო ინგრედიენტი გახეხილი ქოქოსია. ამ პროდუქტით უამრავ ახალ გემოს აღმოაჩენთ.
ინგრედიენტები
- ხაჭო 250გ
- მარილი
- კარაქი 80გ
- ხორბლის ფქვილი 180გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 3 სუფრის კოვზი
- გახეხილი ქოქოსი 2 სუფრის კოვზი
მომზადება
1.ხაჭოს დაუმატეთ მარილი და დაბილებული კუბიკებად დაჭრილი კარაქი. ჩანგლით დაჭყლიტეთ.
2.დაუმატეთ ნახევარი გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოურიეთ. ნელ-ნელა მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ მკვრივი ცომი.
3.გაყავით ცომი 2 ნაწილად, მიეცით ძეხვის ფორმა. გააბრტყელეთ, კუთხეები მოაჭერით.
4.მოაყარეთ შაქარი და ქოქოსი, გადაახვიეთ რულეტისებურად.
5.დაჭერით რულეტები. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!