მადისაღმძვრელი ხემსი ქამა სოკოსგან. 30 წუთში მზადაა

1159

ტყის სოკოსგან განსხვავებით, ქამა სოკო მუდამ ხელმისაწვდომია ნებისმიერ სეზონზე. თანაც ნოყიერი და გემრიელი. ქამა სოკო მრავალ პროდუქტს შესანიშნავად ეხამება.

ამ პროდუქტის უნივერსალურობაში რომ დარწმუნდეთ, გთავაზობთ მოამზადოთ წიწიბურით ფარშირებული ქამა სოკო ყველის ხრაშუნა გარსით. უმჯობესია, დიდი ზომის სოკო შეარჩიოთ. ვინაიდან ის დიდი ოდენობით წყალს შეიცავს, დიდ ხანს რეცხვაც არ დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 12 ც ქამა სოკო
  • 100 გრ წიწიბურა
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 1-2 ც ხახვი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 2-3 ს.კ. ზეთი

მომზადება

  1. მოზარშეთ წიწიბურა.
  2. მოაცილეთ სოკოს “ფეხები” და წვრილად დაჭერით. გაფცქვენით სოკოს ქუდები.
  3. დაჭერით წვრილად ხახვი და შეწვით ზეთში სოკოს ფეხებთან.
  4. დაუმატეთ მოხარშული წიწიბურა.
  5. მოათავსეთ ქუდები პერგამენტ დაფენილ სახობ ფორმაზე. დატენეთ წიწიბურის მასით. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

მოამზადეთ კერძი გარნირის სახით ოჯახური ვახშმისთვის, ახლობლები აუცილებლად შეაფასებენ კერძს სათანადოდ. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!