დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ უგემრიელეს ხაჭოს ღვეზელს შავქლიავით. ღვეზელის არომატი ოჯახის წევრებს სუფრაზე შეკრებს.
ბისკვიტი–ნაფხვენის ინგრედიენტები:
- 200 გრ ცივი კარაქი
- 1 ჩ/კ კაკაო
- 300 გრ ფქვილი
- 150 გრ შაქარი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 300 გრ პასტის მსგავსი ხაჭო
- 2 კვერცხი
- 0,5 ჩ/კ ჩამქრალი სოდა
- 2 ს/კ არაჟანი
- 3-4 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ მანანის ბურღული
- 1 მუჭა შავქლიავი
- გამდნარი შოკოლადი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
- კარაქი, ფქვილი, შაქარი და კაკაო ნაფშვენის მისაღებად აურიეთ და მოზილეთ.
- შიგთავსისთვის: ხაჭო და შაქარი აურიეთ. მანანის ბურღული, კვერცხი, არაჟანი, სოდა და დაჭრილი შავქლიავი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- საცხობ ფორმაში 1/3 ნაფშვენი მოათავსეთ, ზემოდან ნახევარი შიგთავსი, კვლავ ნაფშვენი და ა.შ. ზედა ფენა ნაფშვენი უნდა იყოს.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ.
- მზა ტორტი ფორმაშივე სრულად გააგრილეთ, შემდეგ ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ და შოკოლადით მორთეთ.
- გემრიელად მიირთვით!