დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ძალიან მარტივ, მაგრამ წარმოუდგენლად გემრიელი ხაჭოს ფხვიერი ნამცხვრის რეცეპტს. ცნობილია, როგორც სამკუთხედი ან ბატის თათები. რბილი ხაჭოს ცომი, რომლის ფენებს შორის ტკბილი შაქრის სიროფია. ზემოდან ხრაშუნა ქერქი აქვს. სწრაფად და ერთდროულად ბევრი მზადდება.
ინგრედიენტები:
- 200 გრ ხაჭო
- 2 ჭიქა ფქვილი
- 100 გრ კარაქი
- 2 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
- 1 კვერცხი
მომზადების წესი:
1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ. კარაქი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ, რომ დარბილება მოასწროს.
2. თასში ხაჭო, რბილი კარაქი და კვერცხი მოათავსეთ. გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ძმრით ჩამქრალი სოდა შეგიძლიათ გამოიყენოთ.
3. ჩანგლით აურიეთ, ხაჭოს და კარაქის ნაჭრები დააქუცმაცეთ.
4. 1 ჭიქა ფქვილი დაუმატეთ და ჩანგლით აურიეთ.
5. კიდევ 1 ჭიქა ფქვილი მაგიდაზე ან დაფაზე დაყარეთ, ზემოდან ცომი მოათავსეთ და ხელით მოზელა გააგრძელეთ. ფქვილი შეიძლება მეტი დაგჭირდეთ, ყველაფერი ხაჭოს ტენიანობაზეა დამოკიდებული. შედეგად, რბილი ცომი გამოვა. როგორც კი, ხელზე აღარ მოგეკვრებათ, შემდეგ ეტაპზე გადადით.
6. ცომის ნაწილი რამდენიმე მმ სისქეზე გააბრტყელეთ. ჭიქით წრეები გამოჭერით.
7. თასში შაქრის ფხვნილი ჩაყარეთ, ზემოდან ცომის ნაჭერი დაადეთ და ცოტა ჩააწექით.
8. შაქრიანი მხარე შუაზე გაკეცეთ.
9. შემდეგ კიდევ ერთხელ შუაზე გაკეცეთ და კვლავ შაქრით შიგნით. სამკუთხედი გამოვა, ერთი მხრიდან შაქრის ნაწილებით.
10. მზა ნამცხვრები საცხობ ფორმაზე შაქრიანი მხრით ზემოთ მოათავსეთ.
11. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. შაქარი გადნება, ხოლო ნამცხვრები შეწითლდება.
ხაჭოს ნამცხვარი სამკუთხედი მზადაა. ის რბილი და ნაზია, ხრაშუნა შაქრის ქერქით. ამ ინგრედიენტების რაოდენობით 30 ცალი გამოვა.
ჩაიდანი დაადგით და სუფრაზე ახლობლები მოიწვიეთ. გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ!