სახლში მომზადებული ხაჭოს ფენოვანი ცომის ძალიან სასარგებლო რამ არის. მისგან უამრავი რამის გამოცხობა შეიძლება. ჩვენი რეცეპტი ზუსტად ასეთია, თითქმის ყველაფრის გამოსაცხობად გამოგადგებათ, უბრალოდ გულსართი დაუმატეთ და უგემრიელეს კერძს მიიღებთ. ითვლება, რომ ეს ცომი XVII საუკუნეში მოიგონეს.
ხაჭოს ფენოვანი ცომი
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ფქვილი
- 250 გრამი სახლის ხაჭო
- 150 გრამი კარაქი
- 0.5 ჩაის კოვზი მარილი
მომზადების წესი:
1. აიღეთ სახლის ცხიმიანი ხაჭო. აურიეთ კარაქთან სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ მარილი და გაცრილი ფქვილი.
2. მოზილეთ ცომის და გუნდა გააკეთეთ. შემდეგ ცელოფანში ჩადევით და მთელი ღამით მაცივარში შედევით. თუ დრო გაძლევთ საშუალებას აჯობებს ის მაცივარში 48 საათი შეინახოთ.
3. ცომი მზად არის, უბრალოდ საჭიროა სწორად გამოიყენოთ. პირველი მეთოდი: მოაჭერით ცომს რამდენიმე ნაჭერი კაკლის ზომის ცომი. გააბრტყელეთ ან დაჭერით ზოლებად, დადევით ჟარუნაზე და 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით 10-15 წუთით. ძალიან გემრიელ და ნაზ დესერტს მიიღებთ. შეგიძლიათ ის მურაბასთან, ჯემთან, შოკოლადის პასტასთან, ყველთან ან არაჟანთან ერთად მიირთვათ. გულსართი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ.
4. მეორე მეთოდი: გააბრტყელეთ ცომი და რგოლები გამოჭერით. ქვედა ნაწილს კვერცხის გული წაისვით და პუდრა მოაყარეთ. მას ზემოდან კიდევ ერთი რგოლი დააფარეთ რომელსაც თაფლს ან მურაბას წაუსვამთ. რგოლები იდეებზე ჩაჭერით და ყვავილის ფორმა მიეცით.
5. მესამე მეთოდი: თხლად დააბრტყელეთ ცომი. მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი, გადაახვიეთ რულეტად და დაჭერით. შემდეგ წაუსვით კვერცხის გული და სწრაფად გამოაცხვეთ ქურაში.
6. არაჩვუელბრივი სასუსნავი ფენოვანი ცომისგან: დაჭერით ცომი წვრილ ზოლებად და მსხვილი ამრილი და საყვარელი ბალახეული მოაყარეთ. მაგალითად რეჰანი ან ბეგქონდარა, გამოაცხვეთ და არაჩვეულებრივი სასუსნავია ფილმთან ან სერიალთან.
ასეთი ცომი დიდხანს ძლებს მაცივარში. მისგან “ნაპოლეონის” დამზადებაც შეგიძიათ.
ეს მართლა უნივერსალური ცომია! თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ცომის 100 გრამში – 338 კალორია შედის.