ხაჭოს ცხობილები მგონი ყველას გვიყვარს. უმარტივესად და უსწრაფესად მზადდება ეს დესერტი. გამოდის ხრაშუნა გარედან და ურბილესი შიგნიდან.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 300გ
- ხაჭო 200გ
- შაქარი 180გ
- კარაქი 60გ
- კვერცხი 1 ცალი
- სოდა 1/2 ჩაის კოვზი
- ვანილი 10გ
- მარილი
მომზადება
- ჯამში მოათავსეთ ხაჭო და კარაქი.
- ჩაყარეთ შაქარი, მარილი და ვანილი.
- ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ კვერცხი და ისევ ათქვიფეთ.
- სოდას დაუმატეთ ფქვილი და ნელ ნელა შეურიეთ ათქვეფილ მასას.
- ცომი მოზილეთ ჯერ ჯამში, ხოლო შემდეგ ფქვილიან სამუშაო მაგიდაზე.
- დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ 5-10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.
- გააბრტყელეთ ცომი.
- პიცის დანით დაჭერით ცომი შესაბამის ფორმებად.
- გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.
- გაგრილების შემდეგ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!