შინ მომზადებულ ტკბილეულს არაფერი ჯობია, ეს ცნობილი ფაქტია. რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისს არ ეხალისება სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი, მოზელვა, ათქვეფვა, ცხობა, მაგრამ არსებობს დესერტების სახეობა, რომელიც ბავშვსაც კი იდეალურად გამოუვა – მათ ცხობა არ სჭირდება.
ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ნამდვილი შედევრი შეგიძლიათ შექმნათ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა ხაჭოს ტორტის შესანიშნავი რეცეპტი მოვიძიეთ. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!
ინგრედიენტები
- 100 გრ შავი შოკოლადი
- 70 გრ კარაქი
- 200 გრ ხაჭო
- 100 გრ თეთრი შოკოლადი
- 100 მლ რძე
- 200 გრ შოკოლადის ფანტელები
- 1 ს.კ. შაქარი
- 100 მლ ნაღები
- 0,5 ჩ.კ. ვანილის შაქარი
- 1 ც ფორთოხალი
- 10 გრ ჟელატინი
მომზადება
- ინსტრუქციის მიხედვით გახსენით ჟელატინი და დატოვეთ 15 წუთით.
- ორთქლზე დაადნეთ შავი შოკოლადი და კარაქი. დაასხით მიღებული მასა შოკოლადის ფანტელებს.
- მოამზადეთ დეკორი: მიღებული მასის 6 ს.კ. დაასხითპერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. შედგით საყინულეში 15 წუთით.
- დარჩენილი მასა დაასხით პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე და გააბრტყელეთ.
- გახსენით ადუღებულ რძეში ჟელატინი. დაადნეთ ორთქლზე თეთრი შოკოლადი. ათქვიფეთ ნაღები. ცალკე დააბლენდერეთ ხაჭო შაქართან და ვანილთან.
- დაასხით ხაჭოს ჟელატინიანი რძე, მდნარი თეთრი შოკოლადი და ნაღები, კარგად მოურიეთ.
- ხაჭოს მასის ნახევარი წაუსვით ფანტელების მასას, შედგით საყინულეში 10 წუთით. შემდეგ ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ფორთოხალი.
- წაუსვით დარჩენილი ხაჭოს მასა და შედგით მაცივარში 1 საათით.
აი ასე მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ არაჩვეულებრივი დესერტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!