მწვანე ლობიო პომიდვრითა და ნიგვზით

1340

ზაფხული საუკეთესოა ვიტამინებით მდიდარი სეზონური ბოსტნეულისთვის. მწვანე ლობიოს კერძები დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კარგად შენელებული. დღეს “გასტრონომია” საზაფხულო კერძის შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრ მწვანე ლობიო
  • 4 ც პომიდორი
  • 0,5 ჭ ნიგოზი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა რეჰანი
  • 2 კბ ნიორი
  • 2 ც ხახვი
  • 1 ჩ.კ. ძირა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაასხით პომიდორს მდუღარე წყალი, გააცილეთ კანი, დაჭერით წვრილად, დადგით ნელ ცეცხლზე. ხარშეთ წამოდუღებიდან 5 წუთის განმავლობაში.
  2. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი. დაჭერით წვრილად მწვანილი. დაჭყლიტეთ ნიორი.
  3. დატეხეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში ლობიო, შემდეგ დაწურეთ.
  4. დაჭერით წვრილად ხახვი, დაუმატეთ ლობიოს პომიდვრის მასასთან და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად.
  5. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!