ეს უმარტივესი ტორტი თქვენს საზეიმო სუფრას ნამდვილად დაამშვენებს. ამ მარტივი და გემრიელი ტორტის მოსამზადებლად ინგრედიენტების მინიმალური ნაკრები დაგჭირდებათ. მზადდება სწრაფად, ალუბლის ნაცვლად კი შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა კენკრა გამოიყენოთ.
ბისკვიტის ინგრედიენტები
- 1 ცალი კვერცხი
- 100 გრამი შაქარი
- 100 მილიგრამი არაჟანი
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 80 გრამი ფქვილი
- 4 ჩაის კოვზი კაკაო
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 15 გრამი ვანილის შაქარი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 250 გრამი ხაჭო
- 250 მილიგრამი ნაღები 33% ცხიმიანობით
- 100 გრამი შაქრის პუდრა
- 25 გრამი ჟელატინი
- 40 მილიგრამი წყალი
- 200 გრამი ალუბალი კურკის გარეშე
- 15 გრამი ვანილის შაქარი
მომზადების წესი:
1. ჯერ ბისკვიტი მოვამზადოთ. კვერცხი და შაქარი მიქსერით აურიეთ. დაუმატეთ მცენარეული ზეთი, არაჟანი და განაგრძეთ თქვეფა.
2. ცალკე ჭურჭელში ჩაყარეთ ფქვილი, კაკაო, ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი.
3. მცირე პორციებით დაუმატეთ მშრალი ნაზავი კვერცხის ნაზავს და პარალელურად მიქსერით თქვიფეთ, დაბალი სიჩქარით. შედეგად სქელი მასა უნდა მიიღოთ.
4. ცომი ზეთმოსმულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. ისეთი ზომის ფორმა აარჩიეთ რომელში მოთავსების შემდგომაც ცომის სიმაღლე 3 სანტიმეტრს არ გადააჭარბებს.
5. ბისკვიტი 190 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 20 წუთით შედგით. მზაობა ხის ჩხირით ან ასანთის ღერით შეამოწმეთ. ცომიდან ამოღებისას ის მშრალი უნდა დარჩეს. ბისკვიტი ფორმაშივე გააცივეთ.
6. ახლა კი კრემი მოვამზადოთ. ჟელატინს ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით და 20 წუთით გააჩერეთ.
7. ამასობაში ხაჭო და ნარები მიქსერის მეშევობით შეურიეთ. დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილის შაქარი.
8. წყლის აბაზანაზე ჟელატინი გაალღვეთ და ოდნავ გააგრილეთ. ფრთხილად დაუმატეთ ის კრემს – პარალელურად უწყვეტად ურიეთ მიქსერით. დააკვირდით, რომ მასა ზედმეტად არ გასქელდეს, ის მარტივად უნდა წვეთავდეს სათქვეფიდან. თუ კრემი ზედმეტად გასქელდა შეგიძლიათ ცოტაოდენი ნაღები დაუმატოთ.
9. ფორმაში ცელოფანი ჩააფინეთ, ასე მზა ტორტი უფრო იოლად განცალკევდება. ჩაასხით ფორმაში კრემი, თანაბრად გადაანაწილეთ და კარგად მოაწორეთ.
10. ბისკვიტი კუბებად დაჭერი და კრემზე მოათავსეთ. ნაჭრებს შორის ალუბლები მოათავსეთ და კრემი მოასხით. იმეორეთ სანამ ფორმის კიდეს არ მიაღწევთ ან სანამ ინგრედიენტები არ გათავდება.
ფორმას ცელოფანი გადააფარეთ და მაცივარში 6 საათით შედგით. მზა ტორტი ფრთხილად გამოიღეთ, ამისთვის ფორმა გადმოატრიალეთ და ტორტი გამოათავისუფლეთ.
გემრიელი ტორტის მისარებად მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები არიჩიეთ. ნარები შეგიძიათ უცხიმო არაჯნით შეცვალოთ, კენკრა ახალი გამოიყენეთ. რაც შეეხება ბისკვითს მის ნაცვლად ფხვიერი ორცხობილის გამოყენებაც შეიძლება.