ხაჭოს პასკა – მარტივი და ორიგინალური კულინარული შედევრი ცხობის გარეშე

4108

გსურთ სასიამოვნოდ  გააოცოთ თქვენი სტუმრები აღდგომის სადღესასწაულო სუფრით. ტრადიციულ პასკებთან ერთად აუცილებლად სცადეთ ხაჭოს პასკის მომზადებაც. მას არც ღუმელში ცხობა და არც ბევრი ფუსფუსი არ სჭირდება.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ხაჭო
  • 5 კვერცხი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 400 მლ ნაღები ან არაჟანი
  • 1 ჩ.კ. ვანილიანი შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 100 გ ნიგოზი
  • 100 გ ცუკატი
  • 100 გ ქიშმიში

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად. დავუმატოთ ნაღები (20 %-იანი) ან არაჟანი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა დავდგათ  ცეცხლზე, წამოვადუღოთ, გავაჩეროთ 3-4 წუთი (სანამ არ გასქელდება) და გავაგრილოთ. ცუკატი (შაქრისა და ციტრუსების ქერქის ნარევი) დავჭრათ. ნიგოზი დავჭრათ წვრილად. ქიშმიში გავრეცხოთ და გავაშროთ. ხაჭო გავხეხოთ საცერზე, დავუმატოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და კარგად ავურიოთ.
  2. შემდეგ დავუმატოთ ცუკატი, ნიგოზი, ქიშმიში, კვერცხიანი მასა და კარგად ავურიოთ. ხაჭოს მასა მოვათავსოთ მარლამოფენილ (4 ფენა) პასკის ფორმაში, ზემოდან დავადოთ სიმძიმე და შევდგათ მაცივარში 12 საათით. შემდეგ ფორმა გადმოვაბრუნოთ, მოვაცილოთ მარლა და მივიტანოთ მაგიდასთან.