ძალიან გემრიელი ცხობილა მარწყვის გულსართით. გასაოცრად მარტივი რეცეპტი დაუჯერეელი შედეგით. მარწყვის არომატი თავბრუს დაგახვევთ. აუცილებლად სცადეთ!
ინგრედიენტები
გამოდის 8 ცალი
- მარწყვი 400გ
- კარაქი 120გრ
- შაქარი 40-50გ
- ხაჭო 200გ
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი ერთი მწიკვი
- ფქვილი 230გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- სახამებელი 1 სუფრის კოვზი
მომზადება
- ღრმა ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი და ხაჭო.
- კარგად მოურიეთ ჩანგლით.
- ჩატეხეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ.
- ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა მოაყარეთ ხაჭოს მასას.
- დაუმატეთ მარილი და მოზილეთ ცომი. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი.
- ცომის დამუშავება ხელით გააგრძელეთ.
- ცომს დააფარეთ ქაღალდი და შეინახეთ 20-25 წუთი მაცივარში.
- გარეცხეთ მარწყვი და დაჭერით.
- გაყავით ცომი 8 ნაწილად.
- თითოეული გააბრტყელეთ 15სმ დიამეტრის მქონე წრედ.
- რათა მარწყვმა არ გამოჟონოს ცომიდან, ამისათის ცომის ცენტრში მოაპნიეთ სახამებელი და კარგად გადაანაწილეთ.
- ზემოდან მოათავსეთ მარწყვი და კიდეები ცენტრისკენ გადაკეცეთ.
- გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე და წაუსვით კვერცხის გული.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!