ხაჭოსა და შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე – იდეალური დესერტი

936

ინგრედიენტები

  • კაკაოს ორცხობილა 300გ
  • ხაჭო 250გ
  • არაჟანი 250გ
  • შაქარი 100გ
  • წყალი 75მლ
  • ჟელატინი 1 სუფრის კოვზი
  • რძიანი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

  1. ჟელატინი მოათავსეთ თბილ წყალში, რათა ამოფუვდეს. გადაიტანეთ ტაფაზე და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. გაალღვეთ ჟელატინი და დროებით გვერდზე გადადეთ.
  2. ბლენდერში მოათავსეთ არაჟანი, ხაჭო, შაქარი და ჟელატინი.
  3. ფორმის ძირი დაფარეთ ორცხობილით, წაუსვით კრემი. ისევ ერთი ფენა ორცხობილა მოათავსეთ, მასაც წაუსვით კრემი. ამ მეთოდით ააწყვეთ დესერტი.
  4. ტორტი მოათავსეთ მაცივარში, რამდენიმე საათი.
  5. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!