თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი კენკრა მაგ: მარწყვი, ჟოლო, ბალი, ალუბალი, მოცხარი.
ხილის იოგურტიც ძალიან მოუხდება ამ დესერტს.
ინგრედიენტები
ფირფიტებისთვის
- 2 კვერცხი
- 100გ კარაქი
- 150გ ფქვილი
- 100გ შაქარი
- 10გ ვანილი
- 3 ჩაის კოვზი კაკაო
- 200გ კენკრა
შიგთავსისთვის
- 300გ ცხიმიანი ხაჭო
- 450გ სასმელი იოგურტი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 10გ ვანილი
მომზადება
- გამღვლ კარაქს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, კვერცხი და კარგად მოურიეთ. მოაყარეთ ფქვილი, კაკაო და აქციეთ ერთგვაროვან მასად.
- ცომი გაყავით ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი გადაიტანეთ ზეთით დამუშავებულ და პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე. ცომზე თანაბრად გადაანაწილეთ კენკრა.
- გამოაცხვეთ 200-210 გრადუსზე 10-12 წუთი.
- მოვამზადოთ ხაჭოს სუფლე. ამისათვის თბილ წყალში გაალღვეთ.
- გამოწურეთ ხაჭო, ჩაასხით იოგურტი, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით მინიმალურ სიჩქარეზე.
- მიღებულ მასას დაუმატეთ გამღვალი ჟელატინი და ისევ ათქვიფეთ.
- კორჟს მოასხით სუფლე, ზემოდან დაადეთ მეორე კორჟი, დესერტი მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.
გემრიელად მიირთვით!