ეს ხაჭაპური ძალიან მარტივად მზადდება და შესანიშნავად გამოიყურება. მიირთვით საუზმეზე და გაახარეთ ოჯახის წევრები!
ინგრედიენტები
- 500 გრ ფქვილი
- 1 ჭიქა არაჟანი
- 2 ს.კ. მარგარინი
- 2 კვერცხი
- 1 ს.კ. შაქარი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 400 გრ მდნარი ყველი
- 40 გრ კარაქი
- 2 კვერცხის გული
- 3 ს.კ. კარაქი წასასმელად
- 1 კვერცხი წასასმელად
მომზადება
- ფქვილს დაუმატეთ არაჟანი, მარგარინი, მარილი, შაქარი, სოდა, კვერცხები და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ თბილად და დატოვეთ 30-40 წუთით.
- დაყავით ცომი ორ არათანაბარ ნაწილად. ერთი მეორეზე ორჯერ ნაკლები უნდა იყოს. გააბრტყელეთ ორივე ნაწილი.
- დასრისეთ მდნარი ყველი ხის კოვზით, დაუმატეთ კვერცხის გული, კარაქი და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი გადაიტანეთ უფრო დიდი ცომი, წაუსვით კარაქი, მოათავსეთ ყველის შიგთავსი. პატარა ნაწილსაც წაუსვით კარაქი და დააფინეთ შიგთავსს კარაქწასმული მხრიდან. წაუსვით ზედაპირს ათქვეფილი კვერცხი.
- გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში სრულ სიმძლავრეზე 2,5-3 წთ განმავლობაში. დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას და კიდევ 3 წთ გამოაცხვეთ.
გემრიელად მიირთვით!