ჭარხლის სალათის რეცეპტი კვერცხით

1467

ყველას საკუთარი გასახდომი რეცეპტები აქვს. ზოგი კალორიებს ზუსტად ითვლის, სხვები საღამოს 6 საათის შემდეგ არ ჭამენ, ყველა შესაძლო დიეტას ცდიან და სავარჯიშო დარბაზიდან არ გამოდიან.

დიეტური რაციონების უმეტესობა აწყობილია მკაცრ შეზღუდვაზე ან პროდუქტებზე, რომელთა ყოველდღე შეძენა რთულია. ზღვის პროდუქტები და ავოკადო, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ ფასი?

მშობლებმა ბავშვობიდან ვახშამზე ჭარხლის სალათის ჭამას მიმაჩვიეს. დედა ყოველთვის ამბობდა: „ჭარხალი ვახშამზე – დიეტოლოგი არ გჭირდება“. ახლახანს წავიკითხე, რომ ვახშმის ნაცვლად ჭარხლის სალათის მიღება – ტკბილი ძირნაყოფით გახდომის ყველაზე მარტივი მეთოდია. გამოდის, დედა მართალი იყო.

ჭარხლის სალათი კვერცხით

რით არის კარგი ბოსტნეული? იმით, რომ სხეულის ფორმებზე ზიანის მიყენების გარეშე შეგიძლიათ დიდი რაოდენობით მიირთვათ. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ფოლიუმის მჟავით, მაგრამ რაც მთავარია – უჯრედისით, რომელიც წონის სწრაფად კლებას ხელს უწყობს.

ჭარხალი სასარგებლო და ხელმისაწვდომი ძირნაყოფია, რომელიც ჭარბ წონასთან ბრძოლის უცვლელი მოკავშირე გახდება. პროდუქტი ცოტა კალორიას შეიცავს, ამასთან ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და ბევრ უჯრედისს შეიცავს.

ჭარხლის შემადგენლობაში შედის ასკორბინის მჟავა, ტოკოფეროლი, ბეტა–კაროტინი. ის კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, იოდის, ბორის და ფთორის მინერალური მარილების (სულ 20 მინერალური ნივთიერება) წყაროა.

წონაში კლების დროს არა მხოლოდ ცხიმებს, არამედ კუნთოვან მასას ვიკლებთ. ეს რომ არ მოხდეს, ცილებზე უარის თქმა არ შეიძლება! ცილები – კუნთების ბუნებრივი საშენი მასალაა, ხოლო კუნთოვანი ქსოვილები კალორიების აქტიურ წვას ხელს უწყობენ.

სალათი ჭარხლით და კვერცხით სავახშმოდ იდეალური ვარიანტია: თქვენ არ იშიმშილებთ. ჭარხლის წყალობით საჭმლის მონელება და ნივთიერებების ცვლა გაუმჯობესდება, კვერცხი კი საკმარისი რაოდენობის ცილებით უზრუნველგყოფთ.

ინგრედიენტები:

  • 1 მოხარშული ჭარხალი
  • 2-3 მოხარშული კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 3-4 ს/კ უცხიმო კეფირი
  • შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. პირველ რიგში, პროდუქტები მოამზადეთ. კვერცხი მოხარშეთ და გაასუფთავეთ, ჭარხალი მოხარშეთ, ხახვი გაასუფთავეთ.

2. ხახვი და კვერცხი პატარა კუბებად დაჭერით, სჯობს ხახვით დაიწყოთ, რომ მან წვენის გამოღება და ცოტა სიმწარის მოშორება მოასწროს.

3. ჭარხალი სახეხზე გახეხეთ ან კუბებად დაჭერით, როგორც უფრო მოგწონთ.

4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

5. ამის შემდეგ სალათს უცხიმო კეფირი ან ნატურალური მაწონი მოასხით.

6. ჩვენი ჭარხლის სალათი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

თუ მარტივად მოსამზადებელი ვიტამინების სალათი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. სავახშმოდ უკეთეს ვარიანტს ვერ იპოვით.