ქათმის შეწვა თავად შეგიძლიათ, თუმცა მზა, გრილზე შემწვარი ქათმის შეძენა სუპერმარკეტშიც მარტივადაა შესაძლებელი. ქათმისა და მანგოს გემო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და შესაბამისად სალათაც იდეალური გამოდის თავისივე ფერთა კომბინააცით.
ინგრედიენტები:
სალათისთვის:
- 1 შემწვარი წიწილი
- 200 გ (4 ჭიქა) სხვადასხვა სალათის ფოთოლი
- 2 მანგო
- 2 ავოკადო
- 25 გ ქინძი
- 1 მწარე წითელი წიწაკა
- 60 გ ნიგოზი
სოუსისთვის:
- 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
- 2 ს.კ. დიჟონური მდოგვი
- 1-2 ჩ.კ. თაფლი
- მარილი
- შავი პილპილი
მომზადების წესი:
- სალათა: შემწვარ წიწილს მოაცილეთ კანი და ძვლები. ხორცი დაჭერით.
- წიწილის ხორცი, სალათის ფოთლები, გათლილი, პატარა კუბებად დაჭრილი მანგო და ავოკადო, წვრილად დაჭრილი ქინძი, წიწაკა და მოხალული ნიგოზი სასალათეში მოათავსეთ.
- სოუსი: ზეითუნის ზეთი, ძმარი, მდოგვი და თაფლი მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ. შეკაზმეთ მარილითა და პილპილით.
- სოუსი სალათას მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.