წიწიბურა იმდენად გავრცელებული პროდუქტია, რომ მისით მომზადებულიკერძებით ვერავის გააოცებთ. მეც ასე მეგონა, მაგრამ ამ რეცეპტს გადავაწყდი ინტერნეტში. ინდური კულტურა ძალიან მიყვარს, ამ რეცეპტმა კი უფრო შემაყვარა.
ინგრედიენტები
- წიწიბურა 150გ
- ხახვი 1 ცალი
- კარაქი 30გ
- კაკალი ქინძი 1 ჩასი კოვზი
- ფრანგული მდოგვი 1 ჩაის კოვზი
- ადიგენური ყველი 180გ
- კარრი 1 ჩაის კოვზი
- პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
- პომიდორი 200გ
- მარილი
- მწვანილი
- შავი წიწაკა
- წყალი
მომზადება
1.კარგად გარეცხეთ წიწიბურა. დააქუცმაცეთ ხახვი.
2.ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და პატარა კარაქის ნაჭერი მოათავსეთ.
3.დაქუცამცებული ქინძი დაყარეთ ტაფაზე, 10-15 წუთი დაუმატეთ ხახვი და მდოგვი.
4.კუბიკებად დაჭრილი ყველი მოაყარეთ სანელებლებთან ერთად.
5.მოაყარეთ კარიი და პაპრიკა. მოურიეთ და დაელოდეთ 2 წუთი.
6.დაჭერით პომიდორი და მასასთან ერთად 2 წუთი მოამზადეთ.
7.მოაყარეთ წიწიბურა, მარილი და წიწაკა. მოასხით წყალი და დააფარეთ თავსაფარი.
8.დაბალ ცეცხლზე მამზადეთ 20 წუთი.
9.მოაყარეთ მწვანილი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!