ხასხასა და უცხო გემო, რომლის მიღებას არ სჭირდება ბევრი დრო და ენერგია. უგემრიელესი წიწაკა ყველის შიგთავსით, ნამდვილად გააოცებს თქვენს სტუმრებს.
ინგრედიენტები
- ბულგარული წიწაკა 5 ცალი
- ყველი 150გ
- კვერცხი 1 ცალი
- ნიორი 3 კბილი
- მაიონეზი 3 სუფრის კოვზი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.პირველ რიგში მოვამზადოთ შიგთავსი. გახეხეთ ყველი, მოხარშული კვერცხი და ნიორი წვრილად, დაუმატეთ მაიონეზი და დაჭრილი მწვანილი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
2.გარეცხეთ წიწაკა, ამოასუფთავეთ და ამოავსეთ შითავსით.
3.წიწაკა შეინახეთ მაცივარში 2 საათი.
გემრიელად მიირთვით!