მოტი – იაპონური წებოვანი ბრინჯის ნამცხვარია. ძველ დროში მას იაპონელები ახალ წელს ამზადებდნენ. დღეს კი მთელი წლის განმავლობაში პოპულარულია. მომზადების შემთხვევაში არც თქვენ დარჩებით გულგრილნი.
ინგრედიენტები:
ლობიოს გულსართისთვის:
- 50 გ (1/2 ჭიქა) ხმელი წითელი ლობიო
- 4 ს.კ შაქარი
ცომისთვის:
- 150 გ (1 ჭიქა) ბრინჯის წებოვანი ფქვილი
- 50 გ (1/4 ჭიქა) შაქარი
- 250 მლ (1 ჭიქა) წყალი
- 50 გ (1/3 ჭიქა) სახამებელი
- 50 გ (1/3 ჭიქა) ქოქოსის კაკალი
მომზადების წესი:
- ლობიოს გულსართი: ლობიოს მარცვლები მთელი ღამით ცივ წყალში დაალბეთ. გადაწურეთ.
- ლობიო საშუალო ზომის ქვაბში წამოადუღეთ, წყალი გამოუცვალეთ და მაღალ ცეცხლზე ისევ წამოადუღეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, დაახურეთ და 1,1/2 საათი ხარშეთ.
- კიდევ გადაწურეთ. გადაიტანეთ სამზარეულოს კომბაინში, დაუმატეთ შაქარი და ერთგვაროვან მასად აქციეთ.
- მიღებული მასა ქვაბში დააბრუნეთ და კერძის მომზადება ცეცხლზე გააგრძელეთ. დროდადრო ურიეთ. როცა გასქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და ჯამში გადაიტანეთ. გააცივეთ.
- ცომი: ბრინჯის ფქვილი და შაქარი მომცრო ცეცხლგამძლე ჯამში გადაიტანეთ, მოზილეთ წყლით. ჯამი ორთქლის აბაზანაზე მოათავსეთ, დაახურეთ და 30-35 წთ გააჩერეთ. მკვრივი ცომი უნდა მიიღოთ. გააგრილეთ.
- სამუშაო ზედაპირს სახამებელი მოაყარეთ და გოლფისებური ბურთები დაამზადეთ, შემდეგ 8 სმ-იან წრეებად გააბრტყელეთ. ზედაპირზე სახამებელი მოაყარეთ, რომ არ მიეწებოს.
- სავსე კოვზი ლობიოს გულსართი თითოეული წრის ცენტრში მოათავსეთ, ცომი გადაკეცეთ და გულსართი შიგნით მოაქციეთ. შემდეგ ქოქოსის დაფქულ კაკალში ამოგანგლეთ და სუფრაზე მიიტანეთ.
გაუზიარეთ მეგობრებს იაპონური ნამცხვრის შესანიშნავი რეცეპტი.