კარგი ბარდის წვნიანის რეცეპტი მუდამ ითვალისწინებს ხორცს. ამასთან, ეს შეიძლება ნებისმიერი ხორცი იყოს: ცხვრის, საქონლის, ღორის ან ქათმის. მაგრამ ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ ყველაზე გემრიელი ვარიანტი – კლასიკური ბარდის წვნიანია შებოლილი ხორცით. მთელი “მარილი” იმაშია, რომ უბრალოდ უნდა მოხარშოთ ბარდა, დაუმატოთ შებოლილი ხორცის ნაჭრები და სუნელები. აქ მნიშვნელოვანია სწორი მიდგომა.
წვნიანი უფრო გემრიელი გამოვა, თუ მას ბულიონზე მოამზადებთ. მიჰყევით ინსტუქციას და შედეგად მიიღებთ საოცრად არომატულ, ნოყიერ და გემრიელ კერძს.
ინგრედიენტები
- 0,5 კგ შებოლილი ღორის ნეკნები
- 300 გრ ბეკონი
- 250 გრ ბარდა
- 1 ც ხახვი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 1 ც სტაფილო
- 0,8 კგ კარტოფილი
- 1 კონა მწვანილი
- ზეთი გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. ჩაალბეთ ბარდა წყალში და დატოვეთ 3 საათით.
2. მოხარშეთ ღორის ნეკნები 1 საათის განმალობაში. ამოიღეთ ბულიონიდან, მოაცილეთ ძვლები და დაჭერით.
3. კარგად გაავლეთ წყალი ბარდას, ჩაყარეთ ბულიონში დაჭრილ ხორცთან ერთად და ხარშეთ 30 წთ.
4. დაჭერით წვრილად ხახვი, გახეხეთ სტაფილო. დაჭერით ბეკონი, შეწვით ტაფაზე, დაუმატეთ ბოსტნეული და ცოტაოდენი ზეთი.
5. დაჭერით კუბებად კარტოფილი, დაამატეთ ქვაბში და ხარშეთ 5 წუთი, ჩაყარეთ მოთუშული ბოსტნეული და ბეკონი, მოამზადეთ სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.
6. მომზადებამდე 2 წუთით ადრე დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, შემდეგ გამორთეთ გაზქურა და დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი.
ამ კერძს ერთი თავისებურება აქვს, მომზადებიდან 2 დღეში უფრო გემრიელი ხდება. ასიამოვნეთ ოჯახის წევრები გემრიელი წვნიანით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!