წვნიანი, ნოყიერი და წარმოუდგენლად გემრიელი კოტლეტების ებრაული რეცეპტი ბრინჯით

4647

კოტლეტების მომზადება ძალიან მიყვარს და მათ ყველანაირი გემოს შემცვლელი დანამატებით ვაკეთებ. სწორედ ამიტომ, როგორც კი გავიგე განსაკუთრებული არომატის და უჩვეულო ინგრედიენტების მქონე ებრაული კოტლეტების “აბუჰაცირის” რეცეპტი, მაშინვე შევუდექი მათ მომზადებას.

სოუსში ჩალბობილი არომატული, ფაფუკი კოტლეტები, შუაში წვნიანი ხორცით, მწვანილით და ბრინჯით, არავის დატოვებს გულგრილს.

ყველაზე საინტერესო ებრაული კოტლეტების რეცეპტში ის გახლავთ, რომ მასში უმ ბრინჯს უმატებენ, მომზადების პროცესში კი კოტლეტები შესამჩნევად იზრდება მოცულობაში.

კოტლეტები ბრინჯით

ინგრედიენტები ფარშისთვის

  • 0,5 კგ ძროხის ხორცი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც კარტოფილი
  • 0,5 ჭიქა უმი ბრინჯი
  • 1 ნაჭერი პური
  • კონა ოხრახუში
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 1 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები შესაწვავად

  • 2 ც კვერცხი
  • 4 ს.კ. მანანის ბურღული
  • 0,5 ჭიქა ზეითუნის (მზესუმზირის) ზეთი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 2,5 ჭიქა ბულიონი
  • 2 ჭიქა ტომატის სოუსი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. ცხარე კურკუმა
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • მწიკვით შავი პილპილი

მომზადების წესი

1. მოამზადეთ ფარში. წვრილად გახეხეთ კარტოფილი ან ჩაანაცვლეთ იგი ყაბაყით.

2. ჩაალბეთ და გაწურეთ პურის ნაჭერი ქერქის გარეშე. წვრილად დაჭერით ოხრახუში ან ხახვთან ერთად დააბლენდერეთ.

3. თასში შეურიეთ ყველა ინგრედიეტი: უმი ბრინჯი, ფარში, ოხრახუში, პური, ხახვი და კარტოფილი. მოაყარეთ მარილი.

4. მოურიეთ ფარშს, რომ იგი ერთგვაროვანი გახდეს.

5. ფარშისგან პატარა ზომის კოტლეტები გააკეთეთ.

6. კოტლეტები ათქვეფილ კვერცხსა და მანანის ბურღულში ამოავლეთ.

7. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი. კოტლეტები ორივე მხარეს შეწვით.

8. ამის შემდეგ მზა კოტლეტები ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

9. ამ დროის განმავლობაში ღრმა ქვაბში გააცხელეთ 3-4 ს.კ. მცენარეული ზეთი. ცხელ ზეთში ჩაყარეთ სანელებლები და მოურიეთ, ადუღეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ტომატ-პასტა და დაჭყლეტილი ნიორი. ყველაფერს ცხელი ბულიონი დაასხით. ცოტახნით ადუღეთ და შემდეგ მარილი მოაყარეთ.

10. მიღებულ სოუში ჩაალაგეთ კოტლეტები. დაახურეთ თავსახური, ცეცხლის სიმძლავრე მინიმუმამდე დაიყვანეთ და მოთუშეთ კოტლეტები 35-40 წუთის განმავლობაში, პერიოდულად დაასხით სოუსი კოტლეტების ზედა მხარეს.

11. გადმოდგით კოტლეტები ცეცხლიდან. გააჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ კი მიირთვით.