ღუმელში გამომცხვარი კატლეტები გამოდის ძალიან გემრიელი და ნაზი.
რეცეპტი უმარტივესია. აუცილებლად მოამზადეთ.
ინგრედიენტები
- რძე 150მლ
- პური 80გ
- ფარში 500გ
- მწვანე ხახვი 1 ცალი
- ნიორი 2 კბილი
- კარტოფილი 2 ცალი
- კარაქი 2 სუფრის კოვზი
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- პური დააქუცმაცეთ და მოასხით რძე. დატოვეთ, რათა კარგად შეიწოვოს.
- ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ.
- დაბლენდერებული მასა მოათავსეთ ჯამში, ხოლო ბლენდერში გადაიტანეთ პური.
- კარტოფილი გახეხეთ წვრილად.
- ჯამში მოათავსეთ ფარში, კარტოფილი, ხახვი და პური.
- მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, კარგად მოურიეთ.
- შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და ისევ კარგად მოურიეთ.
- მიღებულ მასას მიეცით კატლეტების ფორმა და მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაზე.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.
- დროის გასვლის შემდეგ, კატლეტებს წაუსვით კარაქი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზწ 15-20 წუთი.
- ცხობის პროცესში კატლეტებს წაუსვით მათი წვისგან გამოყოფილი წვენი.
გემრიელად მიირთვით!