წარმოუდგენლად არომატული ხილის მშრალი მურაბის (ცუკატები) მომზადება შინაურ პირობებში

3273

მშრალი მურაბის მომზადება რთული არ არის და დიდ დროსაც არ მოითხოვს. ამასთან, ის ძალიან გემრიელი და წარმოუდგენლად არომატული გამოდის.

მასალად საჭიროა: 

  • ხილი – 4 კილოგრამი
  • შაქარი – 5 კილოგრამი
  • წყალი – 2 ჩაის ჭიქა

მომზადების წესი:

  1. ცუკატებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ციტრუსოვანი, ისე თითქმის ყოველგვარი ხილი.
  2. თუ ხილს განსაკუთრებით მძაფრი სუნი აქვს, შეიძლება რამდეიმეჯერ  გადავავლოთ მდურარე წყალი.
  3. მთელ-მთელი ან სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭრილი ხილი ან ხილის კანი ჩავყაროთ ძალზე სქლად მოხარშულ სიროფში და ვადუღოთ, სანამ სიროფი მთლად არ შეაშრება.
  4. შემდეგ ხილი ამოვიღოთ და გასაშრობად დავაწყოთ თბილ ოთახში ან ნელთბილ ჰაერღუმელში.
  5. შემდეგ თითოეული შევახვიოთ პერგამენტის ქაღალდში, ჩავალაგოთ მუყაოს ან თხელი ფიცრის ყუთში და შევინახოთ მშრალ ადგილას.