ძროხის ხორცის რეცეპტი არყით: წვნიანი კერძი მხოლოდ 4 ინგრედიენტით

1391

გემრიელად მოხარშული ხორცი ჩვეულებრივ კარტოფილს ან ფაფას სადღესასწაულო კერძად აქცევს. როცა მაცივარში ცოტა ხორცი მაქვს, ყოველთვის ძალიან პიკანტურ, მაგრამ მარტივ კერძს ვამზადებ. ხორცი წვნიანი და ნაზი რომ გამოვიდეს, არყიანი სოუსით უნდა მოამზადოთ. დიახ, ამ ძლიერი სასმელით. არ ინერვიულოთ, მას კერძში საერთოდ ვერ იგრძნობთ.

ამ რეცეპტით ძროხის ხორცის მოსამზადებლად მხოლოდ 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ, ერთ–ერთი – საყვარელი სანელებლებია. „გასტრონომია“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გემრიელი ხორცი არყით.

ძროხის ხორცი არაჟნის სოუსში

ინგრედიენტები:

  • 500-700 გრ ძროხის ხორცი
  • 50 მლ არაყი
  • 200 გრ არაჟანი
  • მარილი და სანელებლები (დაფქული წიწაკა, მუსკატის კაკალი, როზმარინი)

მომზადება:

1. არაყი, არაჟანი და სანელებლები აურიეთ.

2. ხორცი ზუსტად 4×4 სმ (შეგიძლიათ უფრო ნაკლებად) დაჭერით. დაბეგვეთ, რომ დაახლოებით 3 სმ სისქის გახდეს.

3. დაჭრილი ხორცი მომზადებულ სოუსში კარგად ამოავლეთ. საკვებ ცელოფანზე მოათავსეთ და 40 წუთით მაცივარში შეინახეთ.

4. ტაფა გააცხელეთ, მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ხორცი რამდენიმე წუთით შეწვით, დარჩენილი სოუსი დაასხით და მომზადებამდე თუშეთ.

ხორცი ძალიან წვნიანი და რბილი გამოვა. ამ მარტივი მეთოდით ძროხის ხორცი ნაზი და არომატული გამოდის. ასეთი ხორცი გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს, კარტოფილს ან ბრინჯს კარგად ეთავსება. შეგიძლიათ საყვარელი სანელებლები და მწვანილი დაუმატოთ.

ხორცი არაყთან ერთად მოამზადეთ და შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ.