ეს მარტივი ნამცხვარი შესანიშნავია ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად. შეგიძლიათ სტუმრებს მიართვათ დღის ნებისმიერ დროს, ადრიანი საუზმიდან დღის ბოლომდე. თუ გსურთ, ოდნავ დამტკბარი, ათქვეფილი ნაღების მოზრდილი ულუფაც დაუმატეთ.
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
- 225 გ თეთრი ფქვილი
- 3 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
- 100 გ წვრილად დაჭრილი გახეხილი ნუში
- 150 გ მარილიანი კარაქი
- 150 გ შაქარი
- 1 ფორთოხალი, კანიანად დაჭრილი
- 2 კვერცხი ოდნავ ათქვეფილი
- 200 გ მსხვილად გახეხილი ძირთეთრა
- 90 გ მოცხარი
- 50 გ ნუშის ფანტელი
მომზადების წესი:
- ბისვკიტი: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას (23 სმ), რომელსაც გვერდი ეხსნება, წაუსვით კარაქი და პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინეთ.
- ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი ერთად ჩაყარეთ, დაუმატეთ ნუში. დაბალ ცეცხლზე პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი და შაქარი. გადმოდგით და გააცივეთ.
- ფორთოხალი წვრილად დაჭერით და საშუალო ზომის ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ კვერცხები, გამდნარი კარაქის მასა, ძირთეთრა. მოცხარი და ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს. შეაზილეთ ფქვილი.
- ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ და ზემოდან ნუშის ფანტელი მოაყარეთ.
- აცხვეთ 50-60 წთ. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის.
- 20 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
- დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.