ძალიან გემრიელი ტორტი ცხობის გარეშე

1222

ინგრედიენტები

კრემისთვის

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 100გ
  • ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • რძე 2 ჭიქა
  • კაკაო 1 სუფრის კოვზი
  • კარაქი 100გ
  • მოხარშული შედედებული რძე 1 ქილა

კორჟებისთვის

  • ტკბილი ორცხობილა 500-600გ

მომზადება

  1. რძე (1 ჭიქა) ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ.
  2. ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი.
  3. დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ.
  4. მოაყარეთ ფქვილი და კაკაო.
  5. ისევ კარგად ათქვიფეთ.
  6. ნელ-ნელა ჩაასხით რძე (ოთახის ტემპერატურის).
  7. კარგად ათქვიფეთ მთლიანი მასა.
  8. კვერცხის მასა ნელ-ნელა ჩაასხით ადუღებულ რძეში.
  9. მოურიეთ, წამოადუღეთ და გადაიტანეთ ცეცხლიდან.
  10. მასა გადაიტანეთ სხვა ჯამში და ჩაასხით შედედებული რძე.
  11. მოურიეთ და დაუმატეთ კარაქი.
  12. კრემი მზად არის.
  13. ფორმას წაუსვით კრემი.
  14. მოათავსეთ 1 ფენა ორცხობილა.
  15. ამ მეთოდით ააწყვეთ დესერტი.
  16. მე გამომივიდა 4 ორცხობილის ფენა.
  17. ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.

გემრიელად მიირთვით!