„გასტრონომია“ გემრიელი, ზარმაცი ბრიზოლის მომზადებას გთავაზობთ. ნამდვილი რეცეპტისგან განსხვავებით ზარმაცი ბრიზოლი ძალიან სწრაფად და ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან მზადდება.
ინგრედიენტები:
საბაზისო:
- 2 კვერცხი
- 100 გრ ხორცის ფარში (შეგიძლიათ ნებისმიერი ფარში აიღოთ)
- 1 ს/კ რძე
- ¼ ჩ/კ მარილი
- შავი წიწაკა გემოვნებით
შიგთავსი:
- 150 გრ ქამა სოკო
- 1 დამწნილებული კიტრი
- 2 ს/კ გახეხილი ყველი
- 1 ს/კ არაჟანი
- ½ ჩ/კ მდოგვი
- მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
მომზადება:
შიგთავსის მომზადებით დაიწყეთ:
1. ქამა სოკო სალფეთქით გაწმინდეთ და ზედა კანი მოაშორეთ. პატარა კუბებად დაჭერით. ტაფაზე ცოტა მცენარეული ზეთი დაასხით და დაჭრილი ქამა სოკო მასზე დაყარეთ.
2. მარილი მოაყარეთ, აურიეთ და სოკოს ოდნავ გაგრილება აცადეთ. შემდეგ სოკო ღრმა თასში მოათავსეთ. დამწნილებული კიტრი წვრილ კუბებად დაჭერით და სოკოს დაუმატეთ. აქვე არაჟანიც დაუმატეთ. ნიორი გაასუფთავეთ. დაპრესილი ნიორი სოკოს და კიტრს დაუმატეთ.
3. შემდეგ მდოგვიც დაუმატეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ. ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და შიგთავსს დაუმატეთ. კვლავ აურიეთ.
მოამზადეთ ბაზა:
1. ცალკე ჭურჭელში კვერცხი ათქვიფეთ. მარილი და შავი, დაფქული წიწაკა დაუმატეთ. 1 ს/კ რძე დაასხით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. მიღებული კვერცხი-ხორცის მასა შუაზე გაყავით. ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით და გაახურეთ.
2. გახურებულ ტაფაზე კვერცხი-ხორცის მასის ნახევარი დაასხით. ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ. ტაფას თავსახური დაახურეთ და ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
ბრიზოლის შეკრება:
კვერცხი-ხორცის შემწვარი კვერი კვლავ გადააბრუნეთ და ერთ ნახევარზე შიგთავსი მოათავსეთ. მეორე ნახევარი შიგთავსს დააფარეთ. ამ სახით ტაფაზე კიდევ ნახევარი წუთით გააჩერეთ. ასე კვერცხი-ხორცის მასის მეორე ნაწილი შეწვით.
ზარმაცი ბრიზოლი მზადაა. ბრტყელ თეფშზე გადაიტანეთ და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!