ძალიან არომატული და პიკანტური მწნილი -“დედამთილის ენა”

3740

ზამთარში ერთ-ერთი დღესასწაულის დროს ვფიქრობდი იმაზე, რომ ძალიან მომეწონა ცეცხლი ბულგარული წიწაკისაგან, დაკონსერვებული ბადრიჯანი და დამწნილებული კიტრი. და მე დავისახე სრულიად შესაძლებელი ამოცანა, რომ მოვიფიქრებდი ზაფხულში მოსამზადებელ ზამთრის სალათის რეცეპტს. და როგორ ფიქრობთ შევძელი? რათქმაუნდა მე გავაკეთე ეს!

ამ შაბათ-კვირას უკვე მეორეჯერ ვამზადებთ ამ საოცარ კერძს დედამთილის ენა-კიტრის რულეტები ბულგარული წიწაკით, რომლებიც ნებისმიერ მაგიდას დაამშვენებენ. ეს კერძი გამოდის ძალიან არომატული, პიკანტური და რაც მთავარია ზომიერად მწარე.

ინგრედიენტები

  • კიტრი-1კგ
  • ბულგალური წიწაკა-2 ცალი
  • ძმარი-10 სუფრის კოვზი
  • ნიორი-5 კბილი
  • ოხრახუში-50გ
  • კამა-50გ
  • შაქარი-100გ
  • მარილი-50გ
  • შავი წიწაკა (მარცვალი)-6 ცალი
  • დაფქული წითელი წიწაკა-0,5 ჩაის კოვზი
  • წყალი-500მლ

მომზადება

1.გამდინარე წყალში გარეცხეთ კიტრი, მოაშორეთ ბოლოები და დაჭერით წვრილ ფირფიტებად.

2.ბულგალური წიწაკა გაასუფთავეთ თესლისაგან და დაჭერით წვრილად. თითოეულ ნაჭერს შემოახვიეთ კიტრის ფირფიტა.

3.გასტერილებული ქილების ძირზე მოათავსეთ ოხრახუშის ფურცლები, წიწაკის მარცვალი და ნივრის კბილი. სანელებლებლებს ზემოდან დაალაგეთ კიტრის და ბულგალურის რულეტები, რაც შეიძლება მჭიდროდ მოათავსეთ ერთმანეთზე. აადუღეთ წყალი და ჩაასხით თითოეულ ქილაში. დააფარეთ თავზე და დატოვეთ 10 წუთით, ხოლო შემდეგ გადაასხით.

4.მწნილის მოსამზადებლად 500მლ წყალში გახსენით შაქარი, მარილი, წითელი წიწაკა და დაუმატეთ კამა. აადუღეთ და ჩაასხით ქილებში, თითოეულ ქილაში ჩაასხით 2 სუფრის კოვზი ძმარი. ქილებს დააფარეთ გასტერილებული სახუფები და დაელოდეთ მათ გაგრილებას.

ეს საოცარი კიტრის რულეტები შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში. მერწმუნეთ წალიან მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით!