ქათმის გამომცხვარი ფილე გამოდის ძალიან წვნიანი.
იდეალურია სადღესასწაულო და საოჯახო შეკრებებისთვის.
ინგერდიენტები
- ქათმის ფილე 600გ
- ხახვი 2 ცალი
- კვერცხი 4 ცალი
- არაჟანი 4 სუფრის კოვზი
- ყველი 120გ
- პომიდორი ჩერი 5-6 ცალი
- კამა
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით მწვანილი, ხახვი დაჭერით მრგვლად.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, მის ძირზე თანაბრად გადაანაწილეთ ხახვის ფენა.
- ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, ფილეც მოათავსეთ ხახვზე.
- კვერცხს დაუმატეთ არაჟანი და გახეხილი ყველი.
- დაამარილეთ გემოვნებით და მოასხით ქათმის ფილეს.
- ზემოდან დაალაგეთ დაჭერილი პომიდორი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
- მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
გემრიელად მიირთვით!