საწებლის წიწაკა გემოვნებით შეუზავეთ. შეგიძლიათ ხახვიც დაიმატოთ. ის კერძს დაატკბობს და ამასთან, გარკვეულ ტექსტურას შესძენს.
პანჩეტა – იტალიური შაშხის სახეობაა.
ინგრედიენტები:
- 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 150 გ პანჩეტა
- 2 მწარე წითელი წიწაკა
- 3 კბილი ნიორი
- 400 გ წვნიანი პამიდორი
- მარილი
- 2 ს.კ. ქორფა ოხრახუში
- 500 გ სპაგეტი
- 60 გ ყველი პეკორინო
მომზადების წესი:
- დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და მაღალ ცეცხლზე შემოდგით.
- დიდ ტაფაში კი საშუალო ცეცხლზე ზეთი გააცხელეთ და წვრილ ზოლებად დაჭრილი პანჩეტა 3-4 წთ შუშეთ, ვიდრე მოყავისფრო გახდება.
- ტაფიდან ბრტყელპირიანი კოვზით ცალკე ჭურჭელზე გადაიღეთ.
- მწარე წიწაკა და წვრილად დაჭრილი ნიორი იმავე ზეთში 2-3 წთ მოშუშეთ. ნიორი ოქროსფრად რომ შეიფერება, დაუმატეთ წვნიანი პამიდორი, მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და შუშეთ 10-15 წთ, ვიდრე პამიდორი ჩაიშლება.
- სპაგეტი ბოლომდე არ მოხარშოთ.
- პანჩეტა საწებელიან ტაფაში დააბრუნეთ. საწებელი წამოადუღეთ.
- სპაგეტიც იმავე ტაფაში გადაიტანეთ, კარგად ამოურიეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი პეკორინო და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.