ცომის ფირფიტები კეფირზე

1252

გემრიელი და წრაფი დესერტი კეფირზე.

მისი მომზადება ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • კეფირი 250მლ
  • კარაქი 250გ
  • მარილი

მოსაყრელი მასისთვის

  • კარაქი 150გ
  • შაქარი 150გ
  • ხორბლის ფქვილი 120გ
  • ვანილი 10გ

მომზადება

  1. დიდ ჯამში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი და გახეხილი კარაქი.
  2. გირჩევთ კარაქის წინასწარ გაყინვას. ასე უფრო მარტივად დაამუშავებთ.
  3. დაასხით კეფირი, მოაყარეთ მარილი, მოურიეთ და მოზილეთ ცომი.
  4. დაამრგვალეთ ცომი, შეახვიეთ პაკეტში და მოათვსეთ მაცივარში 1 საათი.
  5. ამასობაში მოვამზადოთ მოსაყრელი მასა.
  6. ფქვილს დაუმატეთ კარაქი, შაქარი და ვანილი.
  7. დაფხვენით ხელით და მოათვსეთ მაცივარში.
  8. ცომი ნაზად დაამუშავეთ და მიეცით ძეხვის ფორმა.
  9. ცომი გაყავით 6 ნაწილად.
  10. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მართკუთხედად.
  11. პირველ ფენას მოაყარეთ მომზადებული მოსაყრელი მასა და თავზე დააფარეთ მეორე ფენა.
  12. მეორესაც მოაყარეთ და დააფარეთ მესამე.
  13. ამ მეთოდით ააწყვეთ.
  14. ბოლო ფენა უნდა იყოს ცომის.
  15. გაათანაბრეთ ორცხობილის კუთხეები.
  16. გაჭერით პროპორციულ ნაწილებად.
  17. გადაიტანეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
  18. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.
  19. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!