ცომის უგემრიელესი კონვერტები ხაჭოსა და ვაშლის შიგთავსით

1099

ხაჭოს ცხობილა ძალიან სასარგებლოა. ხაჭო – საუკეთესო პროდუქტია, როგორც ბავშვებისთვის ასევე დიდებისთვისაც.

ხაჭოს კონვერტები ვაშლის შიგთავსით – უგემრიელესი დესერტია.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 150გ
  • ხორბლის ფქვილი 150გ
  • შაქარი 175გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ცილა 3 ცალი
  • ყაყაჩო 1 სუფრის კოვზი
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი მარილი
  • მცენარეული ზეთი 6 სუფრის კოვზი
  • რძე 1 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ ხაჭო, 75გ შაქარი, კვერცხი, მარილი, ზეთი და ვანილი.
  2. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ ხაჭოს მასას.
  3. მოზილეთ ცომი. ის უნდა იყოს ელასტიური და რბილი, მარტივად მორჩილი.
  4. ცომი გაყავით 2 ნაწილად, გააბრტყელეთ ნახევარი მრგვლად 25სმ.
  5. თითოეული წრე გაყავით 8 სექტორად, თითოეული გაჭერით 3 ადგილას.
  6. ვაშლს ამოაჭერით გული და დაჭერით.
  7. თითოეულ სამკუთხედზე მოათავსეთ, რამდენიმე ნაჭერი ვაშლი, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და დარიჩინი.
  8. შეკარით სამკუთხედი და დააფიქსირეთ კუთხეები.
  9. ზემოდან წაუსვით რძისა და კვერცხის გულის ნარევი მასა, მოაყარეთ ყაყაჩო.
  10. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!