თუ დიდი კულინარი და კონდიტერი არ ხართ, არც დრო გაქვთ ტკბილი დესერტების მოსამზადებლად, მაგრამ გსურთ ერთ მშვენიერ დღეს რაიმე მარტივი და გემრიელი მოამზადოთ, მაშინ ეს მარტივი რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა – ცივი ტორტი ცხობის გარეშე!
ცივად მომზადებული ტორტი
ინგრედიენტები:
- ორცხობილა (ნებისმიერი) – 500 გრამი
- რძე – 2 – 3 ჭიქა
- კვერცხი – 3 ცალი
- შაქარი – 3/4 ჩაის ჭიქა
- კარტოფილის ფქვილი – 2 ჩაის კოვზი
- სიროფი, ცუკატები ან მოხალული ნიგოზი მოსართავად
მომზადების წესი:
- ორი – სამი ჭიქა რძე წამოვადუღოთ.
- 3 კვერცხის გულის გოგლიმოგლს გავურიოთ კარტოფილის ფქვილი და არომატისათვის ცოტა ვანილი.
- ფქვილიანი გოგლიმოგლი ჩავუმატოთ რძეში და ერთხელ წამოვადუღოთ, თან ვურიოთ სწრაფად. მივიღებთ თხელ ფაფას, კრემს.
- 500 გრამი ორცხობილა დავალაგოთ თეფშზე მრგვალად ან ოთხკუთხედად და მოვასხათ კრემი.
- ზემოდან დავაწყოთ მეორე ფენა და მასზედაც მოვასხათ კრემი. ასე დავაწყოთ თანდათანობით 500 გრამი ორცხობილა.
- გარედან გავაფორმოთ მურაბის შესქელებული სიროფით, ცუკატებით ან პირდაპირ მოვაყაროთ მოხალული ნიგვზის ნამცეცები.
სულ ესაა, ცივი ტორტი მზადაა. გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი მეგობრებსაც.