ოჯახში ჩავატარეთ ექსპერიმენტი და შედეგად კი ასეთი საოცრება მივიღეთ!
გემრიელი, ნაზი, არომატული და ძალიან ფაფუკი დესერტის მომზადებას დღეს ერთად შევეცდებით!
ინგრედიენტები
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 1 ჭიქა
- რძე 1 ჭიქა
- მზესუმზირის ზეთი 0,5 ჭიქა
- გამაფხვიერებელი 10გ
- ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა
- კაკაო 2 სუფრის კოვზი
- კარაქი 50გ
- არაქისის კარაქი გემოვნებით
- ვანილი გემოვნებით
- მანდარინი გემოვნებით
მომზადება
1.ათქვიფეთ კვერცხი აქაფებამდე. დაუმატეთ ვანილი, მცენარეული ზეთი, ჭიქა რძე, გაცრილი ფქვილი და მოურიეთ. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი.
2.ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთს დაუმატეთ დარჩენილი რძე და კაკაო.
3.ღრმა ქვაბს წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი. ცენტრში მოათავსეთ ჭიქა და ჩაასხით რიგ-რიგობით ორივე ფენა ცომი.
4.ქვაბი მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე, დააფარეთ პირსახოცი და შემდეგ თავსაფარი. მოამზადეთ 5 წუთი, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და დაელოდეთ 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!